თბილისის მერის თქმით, ის 3-4 ბაღი, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არ გაიხსნება
„3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ეს ბაღები ამ ეტაპზე არ გაიხსნება. მშობლებიც უკვე გაფრთხილებულები არიან… დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა [ბავშვების მისაღებად]. ხვალ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით”, - აცხადებს კალაძე.
ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.