ხოშტარია უგულავას ვიდეომიმართვის შესახებ: ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ
„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, პარტიებს შორის კონკურენციაა და ერთიანობის მიუხედავად, ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.
გიგი უგულავას აზრით, „ვანო მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის [მერაბიშვილი] ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა".