ABC News-ის ეთერში, თბილისში გახსნილი უბანი უჩვენეს, ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მიმდინარე ამბის ამსახველი ფოტო შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში მიმდინარე პროცესის გაშუქებისას ერევათ. უფრო ადრე 27 აპრილს ამერიკულმა საკაბელო არხმა, FOX News-მა მარნეულის პროტესტი გააშუქა როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე აქცია.