საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება
ერთ კვირაში გასამართი მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ფინალია. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. უეფას გადაწყვეტილებით, თამაშის მასპინძელ ქვეყანას შეუძლია, სტადიონის ტრიბუნების დაახლოებით ერთი მესამედი შეავსოს, მაგრამ... ქართველი ფეხბურთელები უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მიღწევას გულშემატკივრების გარეშე შეეცდებიან.