ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის შემთხვევას
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი ისევ თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 82 835 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 230-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 65 291.
ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 733-მდე გაიზარდა.