იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების სამუშაო დღეები მცირდება
"მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა", - აღნიშნულია განცხადებაში.
იმის გამო, რომ 7 ქალაქში გადაადგილება 22:00 საათიდან აკრძალულია, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.
"იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge... წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება. ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება", - ვკითხულობთ განცხადებაში.