Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

პანიკური შეტევა მაქვს, თუ COVID -19-ის სიმპტომი?!

კოვიდ პაციენტების ერთი ნაწილი სახლში მკურნალობისას აღწერს ერთმანეთის იდენტურ ეპიზოდს, როდესაც ინფიცირებიდან მეშვიდე-მეათე დღეს მოულოდნელად სუნთქვა უძნელდებათ და პანიკა იპყრობთ. შეიძლება ეჩვენებოდეთ, თუ სუნთქვითი სპაზმი, მართლაც, გარდაუვალია? როგორ შეიძლება ამ ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სპაზმი სახლში დაგვემართა. რადიო თავისუფლებამ პაციენტების, ინფექციონისტებისა და ფსიქოლოგების რჩევები შეაგროვა.


“ბინის პირობებში ჩემი ყველა გაზომვადი კლინიკური მაჩვენებელი ნორმაშია, მსუბუქ პაციენტად ვითვლები. უბრალოდ, სანამ ამას დავიჯერებდი და გავიგებდი, რომ სუნთქვის ასეთი პრობლემები დაავადებულთა 40 %-ს აქვს, თავს ვერ ვიწყნარებდი, პანიკას ვერ ვძლევდი”,- წერს თავის ფეისბუკგვერდზე კოვიდინფიცირებული ქეთო ნინიძე მარტვილიდან.


მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში განსხვავებულად მიმდინარეობს, არის საერთო ნიშნები და ეტაპები (ყნოსვის და გემოს დაკარვა, სიცხე, ზოგადი სისუსტე, წელის ტკივილი,




სიმძიმე ფეხებში), რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთნაირია პაციენტების უმრავლესობისთვის.


“თავიდან სიცხე 37.5-დან 38-მდე მქონდა 3 დღე. არ დამილევია სიცხის დამწევი - ამ მხრივ ძალიან ვუჯერებდი ინფექციონისტების რეკომენდაციებს. მომდევნო დღეებში დამეწყო ფეხებში სიმძიმე და ამ პერიოდს დაემთხვა იმის გაგება, რომ მსგავსი სიმპტომით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა და მორალურად გამიჭირდა. თბილისში გამოაცხადეს, რომ ბინაზევე ხდება ამ პრობლემის კვლევა D-დიმერის ანალიზის (მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე.) საშუალებით, მაგრამ, სხვა რეგიონების მსგავსად, არც მარტვილშია ეს მომსახურება. შემეშინდა, რომ ვითარება არ დამძიმებულიყო, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, ვითარება უცბად არ მძიმდება და რამდენიმე დღე მაინც სჭირდება - ამის გაგებამ დამამშვიდა”. - ამბობს ქეთო ნინიძე


ზოგიერთი პაციენტი, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს და სახლში დისტანციური მეთვალყურეობით მკურნალობს, ერთი კვირის შემდეგ გრძნობს ხოლმე სუნთქვის გაძნელებას, ამის გამო კი პანიკური შიში ეუფლებათ. იგივე გამოიარა ქეთომაც.




“მერვე დღე იყო. ვფიქრობდი, რომ ბოლოსკენ მივდიოდი, და დამეწყო სუნთვის გაძნელება. გამაფრთხილეს ამის შესახებ, რომ მეშვიდე დღიდან არის სუნთქვითი პრობლემები. მქონდა აჩქარებული გულისცემა - აი, ყელში რომ სუნთქავ, მაგრამ ჰაერი ფილტვებში ვერ ჩაგაქვს. ოჯახში მარტო მე მქონდა ეს სიმპტომი. ვისაც ნევროზული სუნთქვითი შეტევები ჰქონია, ამას ჰგავს, როგორც ამბობენ. 3 დღეს გაგრძელდა. ძილში გამაღვიძა ამ შეგრძნებამ. გამოვიძახეთ სასწრაფო. როგორც მერე აღმოჩნდა, კლინიკურად ისეთი რთული ვითარება არ მქონდა, რამდენადაც პანიკაში ჩავვარდი. ადგილებიც არ იყო და კიდევ უფრო შევშინდი”.


ამ პანიკური და სუნთქვითი შეტევის გადატანაში ქეთო ნინიძეს მეგობარი ექიმი დაეხმარა. რჩევების მიხედვით, გულზე ხელს იდებდა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ითვლიდა. ჟანგბადის სატურაცია (სისხლში ჟანგბადის შემცველობა) ნორმაში ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებში სიმძიმე არ უქრებოდა, ცდილობდა სულ ევლო, ემოძრავა.




 




“ბევრჯერ რომ გვესმის რჩევები, არასერიოზულად ვუყურებთ ხოლმე, მაგრამ დამეხმარა ბუშტის გაბერვა და სუნთქვის ვარჯიშები. ისეთი განცდაა, რომ თითქოს სასუნთქი გზები გტკივა და ვერ აღწევს ჟანგბადი სათანადო ადგილას. ბოლოს მეხსნებოდა ეს შეგრძნება.


სუნთქვის პრობლემების შესახებ წერს თავის "ფეისბუკ" გვერდზე მარინე ბერიძეც, რომელიც ასევე სახლში მკურნალობს კოვიდს და სისტემატურად აქვეყნებს მეგობრებისთვის ინფორმაციას ავადმყოფობის მიმდინარეობის შესახებ.


“ივარჯიშეთ სუნთქვაში. გუშინ მივხვდი, რას გულისხმობდნენ, როცა ამბობდნენ, რომ პანიკა იწყება სუნთქვის შეზღუდვის გამო. ეს განცდა ძალიან ჰგავს წყალში დახრჩობის შიშს. საბედნიეროდ, ეს მე გადავიტანე 2014 წელს. მაშინაც ის გავაკეთე, რაც გუშინ: კუნთებით თითქმის მექანიკურად ვამუშავე ფილტვები. ამოსუნთქვა მაქსიმალური ძალისხმევით, ჩასუნთქვა უფრო ადვილად გამოდის ამის შემდეგ. კარგი იქნება, მუცლით სუნთქვას თუ ისწავლით. ეს დიდხანს არ გრძელდება. მალე მოიხსნა - ალბათ 2-3 საათში. გაძლება შესაძლებელია. ისუნთქეთ კუნთებით და არა ტვინით. როგორც ზღვაში ცურვისას არ უნდა მოსინჯოთ ფსკერი, ისე ნუ მოსინჯავთ, როგორ სუნთქავთ ბუნებრივად. ეს შიშისგან გაგათავისუფლებთ.


მოკლედ, ასე ვიყავი წუხელ საღამოს. ვფიქრობდი, დამჯდარს გამეთენებინა, თუმცა მომეხსნა და ტკბილადაც მეძინა.


არ შეიხვედროთ, მაგრამ თუ შეგხვდათ, იცოდეთ, რომ თქვენი სუნთქვა თქვენს ხელშია. ივარჯიშეთ წინასწარ”, - წერს მარინე ბერიძე.


შეიძლება, რომ ჩვენ თვითონ ვაბუქებდეთ მდგომარეობას, თუ კოვიდ-19-ის მიმდინარეობისას რაღაც ეტაპზე სუნთქვის პრობლემები გარდაუვალი ხდება?როგორ შეიძლება ამ ორი შემთხვევის გამიჯვნა - სად არის ემოციური შფოთვა და რეალური სიმპტომები? რატომ 7-10 დღე?

რადიო თავისუფლების კითხვებს ინფექციონისტი ნუცა დონაძე უპასუხებს:




„ზოგადად ცნობილია, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტების, დაახლოებით, 80 % არის უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობის. „მსუბუქი პაციენტი“ გულისხმობს იმას, რომ ვირუსი ვერ ახერხებს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილის დაზიანებას, ასეთ პაციენტებს, როგორც წესი, ჟანგბადის [ხელოვნური] მიწოდება არ სჭირდებათ. ცნობილია ისიც, რომ ინფექცია პირველი 5-6 დღე მიდის მარტივად, ანუ ვირუსი სანამ თავის რეპლიკაციის, გამრავლების ციკლს არ დაასრულებს, სიმპტომები ნაკლებად ვლინდება. მე-7-მე-10 დღეს იწყება იმუნური ფაზა, იწყება ვირუსთან ჭიდილი, რამაც შეიძლება სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს, თუმცა შეიძლება სახლში ამ ყველაფრის შეძლებისდაგვარად გაკონტროლება.



უნდა დავითვალოთ, მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის სიხშირე რამდენია (არ უნდა აღემატებოდეს 25-28-ს, ანუ პაციენტი არ უნდა ქოშინებდეს);
არ უნდა იყოს განსაკუთრებულად ფერმკრთალი და ცხვირ-ტუჩის არეში არ უნდა ჰქონდეს ციანოზური ელფერი, ანუ მოლურჯო ელფერი ცხვირ-ტუჩის ირვლივ;
არ უნდა ჰქონდეს გონება დაბინდული , ანუ არ უნდა იყოს დეზორიენტირებული;
არ უნდა ჰქონდეს ტკივილი გულმკერდის მიდამოში.


თუ ამ ჩივილთაგან ერთი მაინც არ ფიქსირდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ პაციენტს ნევროზული ფონის გამო ეჩვენება, რომ სუნთქვა უჭირს. სასურველია, თუ სპეციალური მოწყობილობა სატურომეტრით გაიზომება სისხლში ჟანგბადის შემცველობაც“.


ინფექციონისტი ნელი ჯავახიშვილიც აღნიშნავს, რომ ემოციური ფონი, მართლაც, დიდია კორონავირუსის დროს და სერიოზული ფსიქოლოგიური გამოცდაა პაციენტებისთვის. შესაძლებელია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს, მართლაც, მომატებული იყოს სუნთქვის სიხშირე, მაგრამ როგორც კი სიცხის დამწევ პრეპარატს დალევს და სიცხე დაიწევს, ნორმალიზდება სუნთქვაც.


“მშრალი ხველის დროსაც შესაძლებელია სუნთქვა გახშირდეს, ყელში “ბურთის გაჩხერის” შეგრძნება გაჩნდეს, მაგრამ არა ყველა პაციენტის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. იგივე სიმპტომი შეიძლება მომატებულ ემოციურ ფონსაც ახლდეს. ამიტომ ვისაც აქამდე არ უსარგებლია მსუბუქი დამამშვიდებელი მედიკამენტებით, მათ ვუნიშნავთ და ეხმარებათ დამშვიდებასა და ძილის ნორმალიზებაში, რაც ხელს უწყობს მდგომარეობიდან გამოსვლას.




მნიშვნელოვანია რაიმე საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში კონტაქტი ექიმთან, უბრალოდ საუბარიც კი შეიძლება სიმშვიდის მომგვრელი იყოს. მასთან ვიზიტი, პარამეტრების გაზომვა და მაჩვენებლების კონტროლი შექმნის საერთო სურათს“, - ამბობს სამხედრო ჰოსპიტლის ინფექციური განყოფილების უფროსი ნელი ჯავახიშვილი.


არაერთი ადამიანი, საკუთარი ინიციატივით თუ ნაცნობი ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობისა და პრევენციის მიზნითაც ანტიბიოტიკებს იღებს. ნელი ჯავახიშვილი ასეთ შემთხვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და პირდაპირ ამბობს, რომ ეს მომავალში შეიძლება კატასტროფული შედეგით დასრულდეს:


“Covid-19 იწვევს ვირუსულ პნევმონიას და თუ, ანალიზების მიხედვით, თან არ ერთვის ბაქტერიული გართულება, სრულებით მიუღებელია ანტიბიოტიკის დალევა.


მსმენია, რომ ურჩევენ პრევენციის მიზნით ანტიბიოტიკის დალევას და ეუბნებიან, კორონავირუსი არ გაგირთულდებაო. ეს მიდგომა არის მცდარი და სრულებით არ იცავს გართულებისგან.


ცნობილია, რომ ვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს მეორადი ბაქტერიული ინფექციით, თორემ არც ერთ ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ ინიშნება.


პრევენციის მიზნით საჭიროა C ვიტამინის მიღება, D ვიტამინის, ანტიოქსიდანტების და ვიტამინების იმ კომპლექსის, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს”.




და თუკი დავადგინე, რომ ემოციური ფონის ბრალია, მაგრამ სიმპტომები მაინც მაქვს, როგორ მოვიქცე?

„კლუბ სინერგიის“ დამფუძნებელი ფსიქიატრი ნინო მახაშვილიც ასეთ სიტუაციაში სუნთქვითი ტექნიკის გამოყენებას ურჩევს.


მისი თქმით, სუნთქვით პრობლემებს თან ახლავს სიკვდილის შიში, რაც სერიოზული სტრესია და ზოგ პაციენტში პოსტტრავმული აშლილობა ვითარდება, რომელიც შემდეგ გაივლის, თუმცა ამის ცოდნა საჭიროა, რათა ადამიანები მომზადებულები შეხვდნენ სიტუაციას.


იმისთვის, რომ სუნთქვა ვაკონტროლოთ, გულმკერდზე და მუცელზე ვიდებთ ხელს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სუნთქვის დროს გულმკერდი კი არ მოძრაობს, არამედ მუცელი. ამას დიაფრაგმული სუნთქვა ეწოდება.


 




 


ამის გარდა, არის რამდენიმე სავარჯიშო, რომელსაც ვურჩევთ. ეს არის პროგრესული კუნთოვანი რელაქსაცია, როდესაც ჩვენ დავძაბავთ კუნთების კონკრეტულ ჯგუფს და მერე ვადუნებთ.


თუკი ესეც არ გვშველის, შემდეგი არის ყურადღების გადატანა:



ხმამაღალი მუსიკის მოსმენა ყურსასმენებში,
დათვლა 100-დან უკუღმა 7-ის გამოკლებით,
დაკვირვება, ცაში როგორ მოძრაობენ ღრუბლები.


ახლა ისეთი დროა, ყველამ უნდა იცოდეს ეს. ვინც მორწმუნეა და სჯერა, უნდა ილოცოს, თუმცა მათთვისაც არ იქნება დამაზიანებელი რელაქსაციის ის ტექნიკები, რაზეც ვისაუბრე.


რაც ადრე ეხმარებოდათ სტრესთან გამკლავებაში, ის უნდა გამოიყენონ. შეიძლება გულში სიმღერა, სეირნობა, კითხვა და ა.შ.


ჩვენ არ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ ასეთ სიტუაციაში დაბეჯითებით კონკრეტული მეთოდი მოვიწონოთ და სხვა უარვყოთ. ჩვენ ვიცით, რა არის სტრესთან გამკლავების ტრადიციული მეთოდი, პანიკური შემოტევის მართვა. ასევე არის ცხელი ხაზი, სადაც პაციენტებს შეუძლიათ დახმარების მიღება”.


თუკი თქვენს შემთხვევაში კორონავირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ითვალისწინებთ რეკომენდაციებს, - სვამთ ბევრ სითხეს, დადიხართ, ვარჯიშობთ, იღებთ ვიტამინებს, - არ არის აუცილებელი, რომ მეშვიდე-მეათე დღეს სუნთქვა თქვენც გაგიძნელდეთ. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში სრულებით უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსი. თუკი რაიმე სახის კონსულტაციის მიღება გჭირდებათ და ექიმს ვერ უკავშირდებით, დახმარების მსურველებისთვის ფეისბუკჯგუფში MED ROOM ჰეშთეგით #ექიმიგმირია იპოვით იმ ექიმებს, რომლებიც მზად არიან ონლაინ კონსულტაციის გასაწევად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России