ბელარუსის შსს-მ დაადასტურა, კვირას დემონსტრანტთა წინააღმდეგ გამოიყენეს „სპეციალური საშუალებები“
სამინისტროს პრესსპიკერმა ვოლჰა ჩამადანავამ 30 ნოემბერს Telegram-ში დაწერა, რომ სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს დემონსტრანტთა დასაშლელად და დაადასტურა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობა, რომ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენეს ზოგიერთი დემონსტრანტის წინააღმდეგ.
ჩამადანავამ დასძინა, რომ აქციის 313 მონაწილეა დაკავებული მასობრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევისთვის.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ცნობით, 29 ნოემბერს დემონსტრანტთა დაშლისას სამართალდამცველებმა დააკავეს 420-ზე მეტი ადამიანი. „ვიასნას“ თანახმად, მათი უმრავლესობა დაკავებულია მინსკში, თუმცა დემონსტრანტები დააკავეს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.
როგორც იტყობინებიან, დემონსტრაციები გაიმართა მინსკის თითქმის ყველა რაიონში, რის გამოც ძნელია დემონსტრანტთა საერთო რაოდენობის შეფასება.