Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

გალავანს მიღმა - რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში?

პირველი, რაც შეიძლება წარმოიდგინო, როცა საეკლესიო ბავშვთა თავშესაფარზე ან მუსლიმურ სკოლა-პანსიონზე ფიქრობ, ბევრ საწოლიანი დიდი ოთახია ან დიდი სასადილო - გრძელი მაგიდებით, ყველასთვის ერთნაირი სადილით. შეიძლება ისიც წარმოიდგინო, რომ ყველას ერთნაირად აცვია, ყველაფერი დაწესებულ დროს ხდება - ყველა წესებს ემორჩილება.




მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენაა - რა ხდება ამ სახლების გალავანს მიღმა - დიდწილად უცნობია.


ეს იცის მან, ვინც იქ ცხოვრობს. ვინც იქ ასწავლის ან აღმზრდელად მუშაობს. იცის ეკლესიამ. იციან მედრესეების ხელმძღვანელებმა და ცოტათი სახალხო დამცველის აპარატმა, ვისაც დროდადრო იქ შესვლის უფლება აქვს.


ბავშვთა უფლებების დამცველები წლებია იმეორებენ, რომ სკოლა-პანსიონები და ბავშვთა თავშესაფრები ერთ-ერთ ყველაზე „ჩაკეტილი“ დაწესებულებებია. ამ თავშესაფრების წარმოშობის, იქ მოქმედი რეჟიმის, სწავლის თუ აღზრდის პოლიტიკის, მოხვედრის მიზეზებისა და სრულწლოვანების შემდეგ იქ მცხოვრები ბავშვების მომავალზე წლების განმავლობაში არაერთი კითხვა დაგროვდა.


ამ კითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ სცემენ პასუხს სახალხო დამცველის ანგარიშები და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები.


რა ვიცით მთელი საქართველოს მასშტაბით გაბნეულ ამ ბავშვთა სახლებსა და თუ პანსიონებზე, რომელთაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს?




დასჯა მეტანიით

სახალხო დამცველის აპარატი როგორც ყოველწლიურ, ისე სპეციალურ ანგარიშებში წლებია მიანიშნებს სისტემურ პრობლემებზე.


სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე დღესაც აცხადებს, რომ ამ პანსიონებს სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს.


მინიმალურია ადგილობრივი სოციალური მუშაკების ჩართულობაც.


ეკა იხსენებს 2019 წლის შემთხვევას, როცა ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა დაწესებულებაში არც კი შეუშვეს.


ეს სწორედ ის დაწესებულებაა, რომელსაც სახალხო დამცველი წინა წლებშიც მწვავედ აკრიტიკებდა მკაცრი აღზრდის სტილის და მათ შორის, მეტანიებით დასჯის შემთხვევების გამო.


აი, რამდენიმე ამონარიდი სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიშიდან: ​



სოციალური მომსახურების სააგენტო თითქმის არ მონაწილეობს ბავშვების დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცესებში;
არ კონტროლდება პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო.
დაწესებულებაში შესვლა და მათი დატოვება სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყების მიღმა ხდება.
სააღმზრდელო პროცესში, ბავშვების დასჯისას მათ შეიძლება აუწიონ ყური, მოქაჩონ თმა, კუთხეში დააყენონ, შეუზღუდონ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა, აიძულონ მეტანიების გაკეთება.
ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების, თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს.


მუსლიმურ პანსიონებში:



შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს არ იღებენ.
თუ ჩარიცხვის შემდგომ ბავშვს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები, იქნება ეს სომატური, თუ ფსიქიკური, მას ოჯახში აბრუნებენ.
პანსიონის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ბავშვს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად თავის მოვლა, სასწავლო მასალის ათვისება და აღმზრდელის მიერ ყურანის განმარტებების გაგება.


 




სახალხო დამცველის ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერიის და ბედიანის პანსიონების გარდა, სხვა პანსიონების ბენეფიციარ გოგონებს აკრძალული აქვთ შარვლის და “მოკლე” კაბის ჩაცმა.


ნინოწმინდის პანსიონში დასჯილი ბავშვი შეიძლება ვახშმის გარეშეც დატოვონ.


ფიზიკური დასჯის მიზნით კი, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ უწევდათ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული.


მუსლიმურ პანსიონებში აღსაზრდელები ცხოვრობენ რელიგიური ადათ–წესების მკაცრი დაცვით. მუსლიმური პანსიონების აღმზრდელებმა, მონიტორებთან განაცხადეს, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების არსებობისას, ისინი, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს მიმართავენ.


“ბავშვები ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ და ეს გასაგებიცაა,”- ამბობს ეკა სხილაძე - “ მონიტორინგის ჯგუფი მიდის, ისინი კი ადგილზე რჩებიან და ცხოვრება მათთვის ძველებურად გრძელდება.”




სახალხო დამცველმა არ იცის არც ერთი ისეთი ფაქტი, როდესაც სახელმწიფომ ბავშვი მისი უფლებების დარღვევის გამო, დაწესებულებიდან გამოიყვანა.


სახალხო დამცველის მოადგილე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ბავშვების უფლებას იქ არავინ არღვევს, არამედ ის, რომ ინფორმაცია არ ვრცელდება.


მეორე კვირა დაიწყო, რაც რადიო თავისუფლებამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან ელოდება პასუხს კითხვებზე, რომელიც ამ საკითხში სიცხადეს შეიტანდა. ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს.




ვინ ხვდება პანსიონში და რატომ

„სიღარიბე არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახი იძულებულია ბავშვი ასეთ დაწესებულებას მიაბაროს. სხვა ალტერნატივა სახელმწიფომ მას არ დაუტოვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბავშვთა უფლებების დამცველმა, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელმა ნანა გოჩიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულების და დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვის შემდეგ, სახელმწიფომ არ იმუშავა ოჯახებთან და ისინი ისევ მარტო დატოვა სიღარიბის პირისპირ.


ნანა გოჩიაშვილი ამბობს, რომ ბავშვების ნაწილი ასეთ სკოლა-პანსიონებში სიღარიბის გარდა სხვა მიზეზითაც ხვდება - ძალიან ხშირად, მათ სოფლებში არ არის სკოლა და ბაღი. ასე ხდება, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.


„წლებია ამას გავიძახით, რომ სახელმწიფომ ის კი არ უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი დატოვოს ასეთ პანსიონში, არამედ საჭირო სერვისი მას იქ მიაწოდოს, სადაც სჭირდება - თუნდაც ტრანსპორტი დაუნიშნოს ერთი სოფლიდან მეორეში მარტივად გადასაადგილებლად“.


არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს რელიგიური კონფესიების თავშესაფრებში დაახლოებით 1500-მდე ბავშვია. მათგან 900 - არალიცენზირებულ დაწესებულებებში ცხოვრობს და სწავლობს.


 




ყოფილი სოციალური მუშაკი სალომე ჭიჭინაძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი კოალიციისა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ როდესაც საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 24 აპრილის N762 განკარგულებით დაამტკიცა ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა, მაშინ რელიგიური კონფესიების პანსიონებზე არ უფიქრია.


ამ საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა სახელმწიფომ დაიწყო მხოლოდ 2013 წელს. მანამდე ისიც კი არ იყო დათვლილი, თუ რამდენი ასეთი დაწესებულება არსებობდა.




არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი დაახლოებით 38 და მეტი სახლია. არსებულთაგან მხოლოდ სამ დაწესებულებას აქვს მოპოვებული სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზია.



ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონს;
სოფელ ფერიის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონს
ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრს.


როცა ამ დაწესებულებებმა ლიცენზია მიიღეს, არსებობდა დათქმაც, რომ ბავშვთა რაოდენობა 10-მდე უნდა შემცირებულიყო.


სახელმწიფოსთან ერთად საპატრიარქოს უნდა დაეწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეეცვალა ეს ვითარება. სანამ ეს პირობა შესრულებული არ არის, სალიცენზიო პირობებიც დარღვეულია.




სალომე ჭიჭინაძის შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. სკოლა-პანსიონები - საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ამავე დროს სააღმზრდელო ფუნქციასაც ითავსებენ. ოღონდ ისე, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი ჩარჩო-დოკუმენტი. სოციალურ სამსახურმა ბევრი არაფერი იცის თუ რა პრინციპით მიმდინარეობს იქ სააღმზრდელო პროცესი.


„ეს არის მხოლოდ მშობლისა და იმ დაწესებულებას შორის განსაზღვრული რაღაც ურთიერთობა, დოკუმენტირებული ფარატინა განცხადებით, რომლითაც მშობელმა მიმართა ამ დაწესებულებას იქ შვილის ჩასარიცხად. რა დაკვეთა აქვს ამ მშობელს და რა მომსახურებას სთავაზობს ეს დაწესებულება - ეს არავინ იცის“, - გვითხრა სალომე ჭიჭინაძემ.




ეკლესიის კალთის ქვეშ

„ჩაკეტილი დაწესებულებები“, - ეს არის ყველაზე ხშირად მოსმენილი შეფასება, რასაც ბავშვთა უფლებების დამცველები ეკლესიის თუ მუსლიმური თემის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა სახლების აღწერისას იყენებენ, თუმცა, მაგალითად საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს არასწორი შეფასებაა.


„რას ნიშნავს ეს? როცა ამას ადამიანი მოისმენს, ალბათ იფიქრებს, რომ ეკლესიას გამოკეტილი ჰყავს ეს ასი ბავშვი სადღაც და ზრდის ასე, დემაგოგიურად. ეს არ არის სიმართლე. ერთადერთი, რომელ დაწესებულებაზეც შეიძლება ნაწილობრივ კრიტიკა მივიღოთ, არის ნინოწმინდის თავშესაფარი და იქაც დაწყებულია მუშაობა“, - ამბობს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე იღუმენი ანდრია სილაგაძე.


მისი განმარტებით, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სულ სააღმზრდელო ტიპის 15 დაწესებულებას ფლობს და მართავს. მათგან ზოგი საოჯახო ტიპის სახლია, ზოგიც გიმნაზია-პანსიონის ტიპისა.


ამ 15-დან ყველაზე დიდი დაწესებულებებია ფერიის და ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარები. საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია თავშესაფარი ძეგვშიც, სადაც ბავშვები მშობლებთან ერთად ცხოვრობენ - ეს ძირითადად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებია, რომლებმაც სახლი საბანკო დავალიანების ან სხვა მიზეზების გამო დაკარგეს.


ამ თავშესაფრებსა და სკოლა-პანსიონებში ბავშვების რიცხვი მუდმივად იცვლება, თუმცა დღეს, ყველაზე მეტი, 107 ბავშვი, ფერიაში ცხოვრობს.




საპატრიარქოში ამბობენ, ეს თავშესაფარი რესურსების მხრივ ყველაზე გამორჩეულია. ახლა მუშაობენ იმაზე, რომ მას სკოლა-პანსიონის სტატუსი მიენიჭოს და დღის ცენტრად გადაკეთდეს, სადაც ბავშვებს შეეძლებათ სკოლის შემდგომ მეცადინეობა, ასევე, ხელობის სწავლა.


სამი ლიცენზირებული დაწესებულების გარდა სტატუსი დანარჩენ სახლებსაც უნდა შეეცვალოს.


ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი პირველი ასეთი ბავშვთა სახლები 90-იანი წლების ბოლოს გაჩნდა, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, ეკლესიას კი დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა მიეცა და გაიხსნა ისეთი თავშესაფრები, როგორებიც მაშინ იყო მიღებული.


ანდრია სილაგაძე ამბობს,რომ ეკლესია არ არის ცვლილებების წინააღმდეგი - პირიქით. თუმცა ეკლესიას აქვს თავისი პოზიციაც - როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება.




2019 წელს, საჩხერეში, სახელმწიფოს მიერ დახურული საირხის ბავშვთა დაწესებულების შემთხვევაში, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ იქ 24 საათიანი მომსახურება საჭირო არ არის - იქ დღის ცენტრიც საკმარისი იქნებოდა:ამ რეგიონში ტრანსპორტის პრობლემა არ დგას და თუ ეს დაწესებულება მიიღებს დღის ცენტრის კომპონენტს, ბავშვი საღამოს შინ, საკუთარ ოჯახში დაბრუნდება.


„ფაქტია, რომ რეგიონს ეს სჭირდება. და თუ მიზანი ბავშვის ბედნიერი მომავალია, მაშინ ყველას რესურსი, ჩვენიც, სახელმწიფოსიც და არასამთავრობო სექტორისაც, ამისთვის უნდა გაერთიანდეს“, - ამბობს ანდრია სილაგაძე.


მაგრამ რაც შეეხება ასევე 2019 წელს, სტეფანწმინდის დაწესებულების დახურვის ფაქტს - აქ ეკლესია არ იზიარებს სახელმწიფოს პოზიციას და ფიქრობს, რომ ყაზბეგში, სადაც სოფლები ცენტრს რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული, ზამთრები კი მძიმე და დიდთოვლიანი იცის, ამ სკოლა-პანსიონის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.


„სოფლებიდან ყოველდღე ბავშვების სიარული უბრალოდ სახიფათოა. ერთხელ, ამ გზაზე დედამ შემთხვევით გადაარჩინა შვილი მგლის თავდასხმას. მთაში პანსიონის სტატუსის მქონე სახლები, სადაც ბავშვები კვირის დღეებში დარჩენას შეძლებენ, სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია“.


 




მსჯელობენ იმაზეც, რომ ფერიაში მცირე საოჯახო ტიპის სახლები აშენდეს და თავშესაფარში მყოფი 107 ბავშვი იქ გადანაწილდეს. თუმცა ეს მხოლოდ სამომავლო გეგმის ნაწილია.


ანდრია სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ დაწესებულებებში მოსდით შეცდომები, არის ხარვეზები, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს არის მხოლოდ „ერთჯერადი შემთხვევები“, რომელთა შესახებ ეკლესიამ იცის და არც ერთი ასეთი შემთხვევა, უყურადღებოდ არ დარჩენილა.


„ასეთი გადაცდომა, შესაძლოა იყოს დამოკიდებული მასწავლებლის ცუდ ხასიათზე, მსგავსი რამ ნებისმიერ დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს. მან, შეიძლება, დაგროვილი შინაგანი აგრესია არასწორად გამოხატოს ბავშვთან. მაგრამ ეს არ არის ამ დაწესებულებების მართვის სტილი“.


საპატრიარქოში ასევე კატეგორიულად უარყოფენ აზრს, რომ ეს დაწესებულებები ბავშვებს ოჯახებს აშორებს.


„მეუფე დიმიტრისგან მომისმენია ასეთი ამბავი - როცა ერთხელ, მშობელმა ფერიაში დატოვა ბავშვი და წავიდა, იმ ბავშვს ლამის ყველა სურვილი აუსრულეს. მაგრამ მაინც იჯდა ფანჯარასთან და ელოდა დედას. ზუსტად ასე, ამ ბავშვთან ერთად დედას ელოდება ეკლესიაც. ასეთი რამ არ არსებობს, რომ ეკლესიამ შვილი მშობელს დააშოროს. მხოლოდ პირიქით“, - გვითხრა ანდრია სილაგაძემ.


ტრანსფორმაციის გეგმა

ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენმა“, „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გაძლიერების ხელშემწყობი პროექტის“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა თავშესაფრებისა და სკოლა-პანსიონების, ასევე მუსლიმური სკოლა პანსიონების (მედრესეების) და თვითმმართველობების დაქვემდებარებაში მყოფი არალიცენზირებული დაწესებულებების შესწავლა.


ორგანიზაცია დღეს იქ არსებულ ვითარებაზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილ სურათსაც ფლობს.


უკვე შესრულებული ექვსთვიანი სამუშაოს მიზანი ამ დაწესებულებების ტრანსფორმაციაა, რაზეც წლებია საუბრობენ, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს.




„დახურვა არ არის გამოსავალი“, - ასე ფიქრობს „ვორლდ ვიჟენის“ ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების მიმართულების ხელმძღვანელი, მაია მგელიაშვილი და სტეფანწმინდის სკოლა-პანსიონის მაგალითი მოჰყავს, რომელიც 2019 წელს სწორედ სახელმწიფოს მოთხოვნით დაიხურა.


იქ მცხოვრები დაახლოებით 68 ბავშვი სახლებში დააბრუნეს, თუმცა, როგორც მაია გვეუბნება, სოციალური სამსახური არც კი დაინტერესებულა თუ რა პირობებში დაბრუნდნენ ისინი.


„დღემდე ეს ბავშვები ვერ იღებენ განათლებას“, - ამბობს მაია.


იმისთვის, რომ ასეთ დაწესებულებებში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გადაიჭრას, აუცილებელია ყველა ასეთი თავშესაფრის თუ სკოლა-პანსიონისათვის რამდენიმეწლიანი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა მომზადდეს.


ძველი სერვისის ახლით ჩანაცვლება მხოლოდ ეტაპობრივად შეიძლება:


„ის, რომ ეს ბავშვთა თავშესაფრები და პანსიონები დღეს ისევ არსებობს, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში უბრალოდ არ არის სხვა სერვისები. კითხვა ასე უნდა დავსვათ - რატომ არის ამ რეგიონებში ეს საჭიროება? და ვცადოთ ვუპასუხოთ“.


„ვორლდ ვიჟენი“ ამ დაწესებულებებში ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ფაქტებს არ შესწრებია, თუმცა მაია მგელიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ცალკეული შემთხვევები შესაძლოა ხდებოდეს.


რაც შეეხება მუსლიმურ სკოლა-პანსიონებს, იგივე მედრესეებს, მონიტორინგის პერიოდში, პანდემიის გამო ბავშვები დროებით სახლებში იყვნენ წასულები, ამიტომ სამუშაო ამ მხრივ დროებით შეფერხდა - პანდემიის გამო მონიტორები ბავშვებს ოჯახებში არ სწვევიან.


მაია მგელიაშვილი კიდევ ერთ დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს, რომ თუ საპატრიარქოს დაწესებულებებში ბავშვები ძირითადად ხვდებიან სოციალური პრობლემების გამო, მუსლიმურ დაწესებულებებში ბავშვების გაგზავნის მიზანი როგორც წესი რელიგიური აღზრდაა.




რადიო თავისუფლებამ საპატრიარქოს რომელიმე ასეთ სკოლა-პანსიონში შესვლის და იქ არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვის ნებართვა სთხოვა, რაზეც თანხმობა თავიდან მივიღეთ, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თბილისის ზღვის სკოლა-პანსიონში შესვლაზე ბოლოს უარი შემოგვითვალეს, თუმცა დაგვპირდნენ, რომ პანდემიის ჩავლის შემდეგ ნებისმიერ თავშესაფარში “შეგვიშვებენ.”

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России