Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

აშშ-ის მოქალაქეობის ტესტი იცვლება და რთულდება

ავტორი: "ამერიკის ხმა"


შეერთებული შტატების მუდმივ მცხოვრებლებს, რომლებიც ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, უფრო რთული და გრძელი მოქალაქეობის ტესტის გავლა მოუხდებათ.


ახალი სამოქალაქო განათლების ტესტი 128 შეკითხვისგან შედგება და მათ, ვინც მის გავლას გადაწყვეტს, ამერიკის ისტორიასა და მთავრობაზე შეკითხვებს უნდა უპასუხონ.




აქამდე ტესტი 100 კითხვას მოიცავდა. ყველა, ვინც ნატურალიზაციაზე განაცხადს პირველი დეკემბრის შემდეგ შეიტანს, ამ ახალი ვერსიის ტესტის გავლა მოუწევს, რომელშიც ახლა 128 კითხვაა.


ამერიკის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS), ფედერალური სააგენტო, რომელიც შეერთებული შტატების საიმიგრაციო სისტემას მართავს, 2019 წელს აცხადებდა, რომ გეგმავდა ტესტის გაუმჯობესებას. ეს ნაბიჯი სააგენტომ საბოლოოდ გასულ კვირას გადადგა.


„ტესტის განახლება, შენარჩუნება და გაუმჯობესება, რომ ის ახალი და რელევანტური იყოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რათა დავეხმაროთ ახალ მოქალაქეებს, სრულად ესმოდეთ ამერიკის მოქალაქეობის მნიშვნელობა და ის ღირებულებები, რომლებიც ყველა ამერიკელს აერთიანებს“, - განაცხადა კენ კუჩინელიმ, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.


მსურველებმა ტესტის ჩასაბარებლად 20-დან 12 კითხვას უნდა უპასუხონ სწორად. აქამდე მოთხოვნა 20-დან 10 სწორი პასუხი იყო.


მოქალაქეობის ტესტის ბოლო მოთხოვნაა შეერთებულ შტატებში ლეგალურად მყოფი მუდმივი მცხოვრებლებისთვის, ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებისთვის, ამერიკის მოქალაქეობის გზაზე.




ტესტი ზეპირად ტარდება ნატურალიზაციის ინტერვიუს დროს, რაც ერთ-ერთი ბოლო ეტაპია მოქალაქეობის მიღების პროცესში.


ახალი ტესტი ასევე ინგლისური ენის ცოდნის უფრო მაღალ დონეს საჭიროებს. თუ ადრე მაღალი-დამწყები ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო, ახლა უკვე ტესტის ჩაბარებისთვის მაღალი-საშუალო დონეა საჭირო.


ამერიკის მოქალაქეობის მსურველები ტესტისთვის თვეობით ემზადებიან. „მოქალაქეთა მომზადების პროგრამა“ ყოველწლიურად, დაახლოებით, 300 მწვანე ბარათის მფლობელს ეხმარება ტესტისთვის მომზადებაში.


„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცოდნენ, რა მოეთხოვებათ მათ და რაც შეიძლება კარგად უნდა მოვამზადოთ ისინი“, - ამბობს ნენსი ნიუტონი, მონტგომერის კოლეჯის „მოქალაქეთა მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელი.




 


რა შეიცვალა

შეკითხვების რაოდენობასთან ერთად, საიმიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ მის ჩასაბარებლად 60 პროცენტის გადალახვაა საჭირო. მართალია, კითხვების უმრავლესობა არ შეცვლილა, მაგრამ ზოგი კითხვა სხვა სიტყვებითაა გადაწერილი და ზოგი უფრო მეტ ახსნას მოითხოვს.


მაგალითისთვის, აქამდე ტესტში იყო შემდეგი შეკითხვა: „აშშ-ში თავდაპირველად 13 შტატი იყო, დაასახელეთ სამი“. ახლა ტესტი უკვე ხუთი შტატის დასახელებას ითხოვს.


ნაცვლად შეკითხვისა „რომელია ის ორი უფლება, რომელიც ყველას, ვინც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აქვს?“, ახლა აპლიკანტმა უნდა უპასუხოს კითხვას, „რომელია ის სამი უფლება“ და ა.შ.


საიმიგრაციო ადვოკატების ნაწილი ტესტს აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ კითხვები გართულებულია განმარტების გარეშე, თუ რატომ დადგა ამის საჭიროება.


კითხვები ასევე „პოლიტიკურ განწყობებზე მიუთითებს“, - ამბობს ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს პოლიტიკის მრჩეველი არონ რაიჩლინ-მელნიკი. „ერთი კითხვა განსაკუთრებით იწვევს პოლარიზაციის გამო შეშფოთებას. ძველ ტესტში აპლიკანტისთვის შესაძლოა ეკითხათ: „ვის წარმოადგენს შეერთებული შტატების სენატორი“? პასუხი იყო: „შტატის ყველა მოსახლეს“. ახალ ტესტში სავარაუდო პასუხია „მათი შტატის მოქალაქეებს“, - ამბობს ის. რაიჩლინ-მელნიკი განმარტავს, რომ „ეს არასწორია", რადგან "კონგრესის წევრები ყველას წარმოადგენენ, ვინც მათ ოლქში ცხოვრობს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი სტატუსისა. ეს ასე იყო, რაც ეს ქვეყანა დაარსდა“.


ჯერ უცნობია, შეცვლის თუ არა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოქალაქეობის ტესტს.


2018 წელს, ვუდრო უილსონის ფონდის კვლევის მიხედვით, ამ ტესტს ამერიკის მოქალაქეთა მხოლოდ ერთი მესამედი ჩააბარებდა წარმატებით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России