Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ცხინვალში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე, საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქციის ორგანიზატორები არიან ცხინვალელი მილიციელების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები. მოედანზე ჯაბიევის ცოლი და ახლო ნათესავები არიან შეკრებილი და მათი მოთხოვნები უცვლელია: ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიანი გამოძიება და იმ პირთა უმკაცრესად დასჯა, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა. 15-მდე ადამიანმა ღამე თეატრალურ მოედანზე გაათენა, იქვე მუდმივად მეთვალყურეობდნენ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.




„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ღამით კარვის გაშლის უფლება არ მოგვცეს, არც ცეცხლი აგვანთებინეს, რომ გავმთბარიყავით. ჩვენი აქცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ინალის საქმის სამართლიან გამოძიებას არ მივაღწევთ. ჩვენ საპროტესტო აქციაზე გამოუვალი მდგომარეობის გამო გამოვედით. ვერ ვხედავთ გამოძიების საქმეში სამართლიანობას. სამი თვე გავიდა და არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ აქ ვიდგებით, ვიდრე სამართლიანობას არ მივაღწევთ“, - უთხრა ადგილობრივ ჟურნალისტებს გარდაცვლილის ცოლმა, აქსანა სოტიევამ. მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურა დამნაშავეების დაცვით არის დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს. პარასკევს, დღისით, ჯაბიევის ცოლი პლაკატებით მარტო მივიდა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან. ჯაბიევი პარალელურად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც იყო, ამიტომ მისი ცოლი რუსეთის საელჩოსაც სთხოვს დაინტერესდეს მკვლელობის საქმის გამოძიებით. სოტიევამ ოსურ საზოგადოებას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გვერდში დგომისა და აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა. სოტიევამ ცხინვალელებს სოციალური ქსელით მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცავები მისი ქმრის სახელის შეურაცხყოფისა და დამნაშავეების დაცვით არიან დაკავებული.


„გენერალურ პროკურატურას საქმე ისე მიჰყავს, რომ ინალის სახელი ყველაზე ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოს. პროკურატურამ წარმოგვიდგინა ექსპერტიზის გაუგებარი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ, რომ ინალი გადატანილი ცემისა და წამების გამო კი არ დაიღუპა, არამედ ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის გამო. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ჩვენ არ გვიტოვებს არჩევანს, არ გვიტოვებს სამართლიანობის იმედს. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ დავიწყოთ უწყვეტი საპროტესტო აქციები, კანონით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვით“,- დაწერა სოციალურ ქსელში აქსანა სოტიევამ.




დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი საპასუხო განცხადება გაავრცელა და ცხინვალელებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. დე ფაქტო შსს ქუჩაში აქციებზე გამოსულებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა. ღამით აქციის მონაწილეებთან დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ფუხაევი მივიდა. ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, ფუხაევმა ჯაბიევის ნათესავებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება და ყველა დამნაშავე დაისჯება, ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებს დაშლისა და სახლებში წასვლისკენ მოუწოდა. ჯაბიევის ნათესავები ფუხაევის სიტყვებს არ ენდნენ და საპროტესტო აქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. „სახალხო პარტიამ“ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.


„კორონავირუსის პანდემიის თანხლებით, სახელმწიფო-პლიტიკური კრიზისი პირდაპირ შეიცავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის საფრთხეს და დარტყმის ქვეშ აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ნდობის დაკარგვა კანონის, სამართლიანობის და ხელისუფლების მიმართ არის კატალიზატორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური არასტაბილურობის, რაც აუცილებლად გადაიზრდება საპროტესტო აქციებში და სახალხო მღელვარებაში. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამართლიანობის განცდა დაეხმარა ჩვენს ხალხს მოეპოვებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, -წერია „სახალხო პარტიის“ განცხადებაში.




დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს მოწოდებით დააბრუნოს პოლიტიკური ვითარება კანონის ფარგლებში და გადააყენოს დაკავებული თანამდებობიდან დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი.


რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ადგილობრივი საზოგადოების პროგრესულ ნაწილს აღარც სამართალდამცავების ნდობა აქვთ და აღარც სამედიცინო ექსპერტიზის. ცხინვალში კი კიდევ ერთხელ გაახსენდათ არჩილ ტატუნაშვილი და მისი საქმე. ჩვენი წყაროს აზრით, ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შიდა გამოძიება რომ დაწყებულიყო და ვინმე დასჯილიყო, შეიძლება აღარც ინალ ჯაბიევი მომკვდარიყო.


„ტატუნაშვილი კიდევ ერთხელ გაგვახსენდა და ახლა ამ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ უფრო ცხადი ხდება, როგორ იკერება საქმეები და როგორ ცდილობენ ე. წ. მუნდირის დაცვას და საკუთარი თანამშრომლების გადარჩენას სისტემაში. წამება სასტიკად უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ტატუნაშვილზეც ექსპერტიზამ გულის შეტევა დაასახელა და ახლა ინალიც ვითომ ნარკომანი იყო და „ლომკის“ გამო გულის შეტევით მოკვდა. ეს ხომ გარდაცვლილის და მისი ოჯახის მიმართ ცინიზმი და შეურაცხყოფაა. იქნებ სიკვდილამდე ან მის შემდეგ გაუკეთეს ნარკოტიკი? ამას დაადგენს გამოძიება? არ გვაქვს ამ გამოძიების ნდობა. აქ პატარა საზოგადოება ვართ და ყველამ ვიცით, ვინ როგორ ცხოვრობს. ამ ბიჭის ნარკომანობა არავის გაუგია, მაგრამ ბიბილოვი იმ ხალხს უგზავნის მესიჯს, ვინც სექტემბერში საპროტესტო აქციაზე ქუჩაში გამოვიდა და მკვლელების დასჯა მოითხოვა. ამ მესიჯის შინაარსი კი ასეთია: „თქვენ, რა, ნარკომანს იცავთ?“ - მაგრამ არავის აქვს უფლება თუნდაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ცემით და წამებით მოკლას და, იმედია, ამას იაზრებს ჩვენი საზოგადოება. ახლა მაქსიმალურად ეცდებიან დაკავებულ მილიციელებს ბრალი შეუმსუბუქონ, მაგრამ დაღუპულის ოჯახი და მისი ადვოკატები უკან დახევას არ აპირებენ“, - გვეუბნება ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი, რომლის ვინაობას მისივე უსაფრთხოების დასაცავად არ ვასახელებთ.


30 წლის ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინალ ჯაბიევი მილიციელებმა აწამეს და სცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას და სოციალური ქსელებით ფოტოების გავრცელებას ცხინვალში მასობრივი მღელვარება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. გადადგა დე ფაქტო მთავრობა, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა, რომლის გადადგომასაც დე ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა მოითხოვს და ამ მოთხოვნის შესრულებამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება. დაღუპულის ცოლი, აქსანა სოტიევა, მიიჩნევს, რომ გამოძიება სამართლიანად არ მიმდინარეობს და ცხინვალის ცენტრში მან პერმანენტული აქციები დაიწყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России