არჩილ თალაკვაძე: „განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“
მისივე თქმით, სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, ოპოზიციასთან დიალოგი და შეთანხმება შესაძლებელია.
„თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ, გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის“, - წერს არჩილ თალაკვაძე.