აშშ-მა „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა ყირგიზეთის საბაჟო სამსახურის ყოფილი მაღალი რანგის პირი
შარშან რადიო თავისუფლების, Organized Crime and Corruption Reporting Project-ისა და ყირგიზული ვებსაიტის, Kloop-ის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ მატრაიმოვი ჩართული იყო კორუფციულ სქემაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნიდან ასეულობით მილიონი დოლარი გაჰქონდა ჩინეთში დაბადებულ უიღურ ბიზნესმენს, აიერკენ საიმატის, რომელიც 2019 წელს მოკლეს სტამბოლში.