Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ჭრელი პოზიციები ოპოზიციაში - ვისთვის რა არის მთავარი პარლამენტში (არ) შესასვლელად

თუკი ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ ორი დეპუტატით შევა, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში მარტო აღარ დარჩება. შესაძლოა თუ არა, რომ ასეთი ნაბიჯი სხვებმაც გადადგან? როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, აღარც ზოგიერთი სხვა პარტიისთვის წარმოადგენს ბოიკოტის მოსახსნელად აუცილებელ მოთხოვნას. ვინც შევა პარლამენტში - შევა; დანარჩენებს „ქართული ოცნება“ მეამბოხეებად ჩათვლის და მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებსაც გამოიყენებს.


9 დეკემბერს, დილით, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვით ამცნო მხარდამჭერებს, რომ - „ასე ტყუილად“, „ქუდიც რომ შეუგდონ“ არ აპირებს​, მაგრამ პარლამენტში აუცილებლად შევა, თუკი ხელისუფლება დადებს წყალგაუვალ დაპირებას - „გაწიკწიკებული საარჩევნო წესების, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის“ გარშემო. ელისაშვილი ამბობს, რომ დახვეწილი საარჩევნო გარემო განსაზღვრავს „საქართველოს მომავალს“ და ვინც რა უნდა თქვას, მაინც საკუთარი „სუფთა სინდისით“ იმოქმედებს.


"მოქალაქეების" ლიდერი ვიდეომიმართვაში ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ჭუჭყიანი ფულის სანაცვლოდ არასდროს არაფერს გააკეთებს და სიბინძურე მას 8 დეკემბერს სულ ტყუილად დააბრალეს.




 



8 დეკემბერს, როდესაც მედიამ და პოლიტიკოსებმა ელისაშვილი პარლამენტში სავარაუდოდ შემსვლელთა სიაში დაასახელეს, მან ეს უარყო - „არ შევდივარ ამ პარლამენტში, არა... არ შევთანხმებულვართ არაფერზე... ვინც მაბრალებს ამას, უბრალოდ არის ტუტუცი და სათითაოდ გავცემ პასუხს ყველას“;
თუმცა იქვე დეტალების დაუკონკრეტებლად ისიც თქვა, რომ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება - „სადაც დაახლოვდა ჩვენი პოზიციები, იმ მიმართულებით ძალიან კარგი ნაბიჯები გადავდგით“.


საარჩევნო რეფორმა ერთადერთი საკითხია ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გეგმიდან, რომლის განხილვაც დასაშვებად მიიჩნია „ქართულმა ოცნებამ“ და საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატში ძირითადად სწორედ ეს საკითხი განიხილება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნებზე - ხელისუფლება, მათი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, უარს ამბობს.


ოპოზიციის რიგებიდან თავიდან ბევრად უფრო მკაფიოდ ისმოდა, რომ - მათ საერთო მთავარ მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა წარმოადგენდა. თუმცა ბოლო პერიოდში ეს აქცენტი მნიშვნელოვნად შესუსტდა და მკაფიო ხაზი მხოლოდ რამდენიმე პარტიამ შეინარჩუნა.




განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით კვლავაც მკაფიო პოზიციას იანრჩუნებენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“.


როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხად რჩება და მისთვის გაუგებარია - რატომ გადაუხვია ელისაშვილმა თავდაპირველი განცხადებებიდან.


"ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც, ვინც არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას შეეცდება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ცუდი სწორედ მისთვის იქნება, ვინც შევა პარლამენტში, რადგან გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ვერ შეძლებს და ამით მხოლოდ თავს დაიზიანებს...


ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ამით არ შეიცვლება... მე გამორიცხული მგონია შეთანხმება რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმების გარეშე. მხოლოდ საარჩევნო რეფორმა "ლელოსთვის" სრულიად არასაკმარისი იქნება".




სხვა პარტიებში კი, განსხვავებული პოზიციები შეინიშნება.


როგგარეშე არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი არ ჩანს, მაგალითად - „რესპუბლიკური პარტიის“ შემთხვევაში. ეს პარტია არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა.


8 დეკემბერს, მეოთხე რაუნდის წინ, როცა ოპოზიციური პარტიები „ლელოს“ ოფისში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ შეხვედრას არ ესწრებოდა ალეკო ელისაშვილი. ის ამ დროს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს მასპინძლობდა.


როგორც ბერძენიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას - ამაში გასაოცარი არაფერია, რადგან მისი პარტიის წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს - „მანდატიანებსაც და უმანდატოებსაც“.


ამ კონკრეტულ შეხვედრაზე კი, ის ალეკო ელისაშვილთან გამოცდილების გასაზიარებლად მივიდა - „რადგან მე გარკვეული გამოცდილება მაქვს საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, ძირითადად ჩვენ ვსაუბრობდით - ელჩებთან შეხვედრის წინ - რა ცვლილებების შეთავაზებაზე რა პასუხი უნდა გვქონოდა “.


დავით ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ ალეკო ელისაშვილის პარტიის პარლამენტში შესვლა გადაწყვეტილი საკითხი არ არის, ეს საბოლოო შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული და ასევე შეთანხმების საბოლოო ტექსტი განსაზღვრავს - "რესპუბლიკური პარტიის" საბოლოო გადაწყვეტილებასაც - „გადაწყვეტილებას მივიღებთ უშუალოდ ჩვენ, მაგრამ კონსტულტაციებში აქტიურად ვართ ჩართული ბლოკშიც და მთლიანად ოპოზიციაშიც. ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.




დავით ბერძენიშვილმა გვითხრა ასევე, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა:



„ელჩებთან შეხვედრებში მონაწილე ოპოზიციურ სუბიექტებში არცერთი არ არის არც გმირი და არც მოღალატე. არცერთს არა აქვს გადაწყვეტილი უპირობო შესვლა და არცერთს არა აქვს გადაწყვეტილი უპირობო არშესვლა“;
„ქართული პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ ჭრელია. დღის წესრიგი სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა აქვს";
"ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის საკითხები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი... ზოგისთვის ვადამდელი არჩევნები და პლებისციტია მთავარი, როგორც მექანიზმი; ზოგი იმის განხილვასაც დასაშვებად თვლის, თუკი პლებისციტის ნაცვლად რაიმე სხვა იქნება შემოთავაზებული“;
„დღეს არ არის პირველი საკითხი მანდატების საკითხი და შევდივარ ან არ შევდივარ... საკითხი ასე დგას - შეთანხმება შედგება თუ ვერ შედგება ელჩების შუამავლობით“;
„მემორანდუმი ხელმოსაწერად გადაეცემა არჩევნებში გასულ ყველა პარტიას და ისინი ან მოაწერენ ხელს საბოლოოდ, ან არა“.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე მთელი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იდეას ემხრობა. მან ეს მოსაზრება ღიადაც დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ერთ-ერთი დისკუსიის დროს - „ყველაზე კარგი სცენარია ერთიანი გადაწყვეტილება, შესვლა, საგამოძიებო კომისია, კვალიფიციური შეტევა ოპოზიციის და მუშაობა ყველა იმ პუნქტისთვის, რისთვისაც ყველა იბრძვის. ცუდი სცენარებიცაა და ძაან ცუდიც. ოპოზიცია კარგად მუშაობს, ვიტყოდი ამ ეტაპზე“.




დავით ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა 9 დეკემბერს ბრიფინგზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი გასაიდუმლოებული დეტალი გამოიტანა, რაც პარლამენტში არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება - „ამაზე გუშინ შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არცერთ ოპოზიციურ პარტიას ეს ხმამაღლა არ უთქვამს... ელჩებთან შეთანხმება დაარღვია კობახიძემ და გამოიტანა ეს ამბავი - ვადამდელი არჩევნების საკითხი ამ ფორმით არის ხელისუფლების მხრიდან შენარჩუნებული მოლაპარაკებების მაგიდასთან“.


როგორც საბა ბუაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული ეს შეთავაზება "მხოლოდ სატყუარას წარმოადგენს და ის სერიოზულად ვერ იქნება აღქმული".


9 დეკემბერს ირაკლი კობახიძე რეგისტრაციის გაუქმებით დაემუქრა „ნაციონალურ მოძრაობას“. მან თქვა ასევე, რომ პარლამენტში არშესული პარტიები დაფინანსების გარეშე დარჩებიან; ხოლო არშემსვლელი ყველა დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ამბოხებისა და საბოტაჟის გეგმის ნაწილად ჩაითვლება და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მათ განცხადებებს პარლამენტი დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს - „პარტიები, რომლებიც არ არიან ამბოხის მონაწილეები, ასეთ განცხადებას არც წარმოადგენენ“.




შევა თუ არა პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუკი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება?


შეიძლება ითქვას, რომ გიორგი ვაშაძის პარტიის მოსახელე საარჩევნო ბლოკშიც აზრთა სხვადასხვაობაა. ამ მხრივ მკაფიოდ უარყოფითი პოზიციით გამოირჩევა ამ ბლოკში გაერთიანებული პოლიტიკური ძალის - „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი. თუმცა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა აშკარად არ დომინირებს სხვათა რიტორიკაში.


მართალია, თავად გიორგი ვაშაძემ 8 დეკემბერს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული შეთანხმება არ იქნება საკმარისი პარლამენტში შესასვლელად; მაგრამ მკაფიოდ არ თქმულა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა წითელ ხაზს წარმოადგენს.


პარლამენტის ბოიკოტს საერთოდ არ ემხრობა, მაგალითად, მისი პარტიის წარმომადგენელი - პაატა მანჯგალაძე. ხოლო როგორც ამ პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას პირადად განსაკუთრებული პირობები არა აქვს:


„ჩვენ ვართ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიყავით სულ - შეთანხმების გარეშე ჩვენ არ შევალთ პარლამენტში...


განსაკუთრებული პირობები პირადად მე არ მაქვს... საერთო ოპოზიციური შეთანხმებიდან გამომდინარე, რასაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ - ისე ვიმოქმედებთ... განსაკუთრებული კაპრიზები არა გვაქვს“.


მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი სხვა პარტიებისთვის წყალგამყოფად ისევ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დარჩება?! ჩიხლაძე ასე გვპასუხობს - „სხვა პარტიების აზრსაც მოვისმენთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“.




8 დეკემბერს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ მე-4 რაუნდის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხოლოდ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება ვერ იქნება საკმარისი პარლამენტში მის შესასვლელად.


თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა ჯაფარიძისგან გამიჯნული კიდევ სამი „გირჩელი“, რომლებსაც მანდატები ეკუთვნით. მათი სარკასტული განცხადებებიდან მაინც ცხადი ხდება, რომ მათთვის გადამწყვეტი საკითხებიც - საარჩევნო რეფორმას უკავშირდება.


ზოგადად „გირჩი“ თავიდანვე აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში არ შევიდოდა პარლამენტში, თუკი იქ ოპოზიციიდან არავინ სხვა არ შევიდოდა.




მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ხვალ,10 დეკემბერს გაიმართება. პროცესის ერთ-ერთმა ფასილიტატორმა, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ დისკუსიის ფარგლებში იმედისმომცემი პროგრესია და ის -„მომავალ საარჩევნო რეფორმებს“ უკავშირდება.


ელჩი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება ფართო კონსენსუსის მიღწევა და პარტიები მუშაობას პარლამენტში გააგრძელებენ. მანამდე კი - მოლაპარაკებები გაგრძელდება.


ირაკლი კობახიძემ გამოხატა იმედი, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია პარლამენტის პირველ სხდომამდეც, რომელიც 11 დეკემბერს 12:00 საათზე უნდა გაიმართოს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России