ფიფამ მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა
მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩნენ არგენტინელი ლიონელ მესი („ბარსელონა“), პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი“) და პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“).
საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები არიან: ინგლისელი ლუსი ბრონზი („მანჩესტერ სიტი“), დანიელი პერნილა ჰარდერი („ჩელსი“) და ფრანგი ვენდი რენარი („ლიონი“).
The Best-ის ცერემონია 17 დეკემბერს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.