სააკაშვილი: მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%-ს
„ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არა მხოლოდ ამომრჩევლის ნდობა მოიპოვა, არამედ იმ პირობებში, როდესც ამხელა ზეწოლა იყო და ჩვენი პარტიის მისამართით რეპრესია განხორციელდა, ყველანაირი ობიქტური ეგზიტპოლით 35%-ზე მეტი აიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო ოპოზიციური ხმების ძირითადი ნაწილი. მე რომ ვყოფილიყავი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა მინიმუმ 50%-ს. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არ მიშვებენ საქართველოში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან კარგ ფორმაში, ჩვენ გამარჯვებული ვართ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნების“, - თქვა სააკაშვილმა.
15 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. მან ერთერთ მიზეზად დაასახელა პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" ოფიციალური შედეგებით მიიღო 27,18% (523 127 ხმა). ის არ ცნობს შედეგებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
დღეს, 16 დეკემბერს, საარჩევნო ბლოკის ყველა დეპუტატმა მიმართა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.