წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე ესპანეთის „ბარსელონეტასთან“ წააგო
საქართველოს ჩემპიონი იტალიის „ბრეშასთან“ შეხვედრიდან (9:15) ერთ დღეში ესპანეთის „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდა, ჩვიდმეტი გოლი გაუშვა და მხოლოდ ხუთი გაიტანა.
„ბრეშას“ და „ბარსელონეტას“ გარდა, „დინამოს“ ჯგუფში გამოდიან მონტენეგროს „იადრან ჰერცეგი"(მონტენეგრო), გერმანიის „ვასპო ჰანოვერი" და უნგრეთის „ფერენცვაროში". ჩემპიონთა ლიგის ბუდაპეშტური ბაბლის ბოლო, მესამე, თამაშს ქართველი წყალბურთელები 17 დეკემბერს გამართავენ „იადრან ჰერცეგთან".