გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის მაღალჩინოსნები დააკავეს
"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ციხის მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს. ამ მუხლით ჯარიმა, შინაპატიმრობა ან 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. უწყება განმარტავს, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
რურუას 5-მა პატიმარმა 2 ნოემბერს სცემა. ის ამ დროს ადვოკატთან შესახვედრად იყო გამოსული საკნიდან. პენიტენციური სამსახური განმარტავდა, რომ ცემის გამო რურუას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახის არეში.