უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ქაბულში მოკლეს ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი
რაშიდი იყო ორგანიზაცია Free and Fair Election Forum of Afghanistan-ის (FEFA) აღმასრულებელი დირექტორი. ცნობილი სამოქალაქო აქტივისტის მკვლელობისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ავღანეთში გახშირდა გამოჩენილი ადამიანების, მათ შორის, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მკვლელობის ფაქტები. ავღანეთში წელს მოიმატა ძალადობამ და ქაოსმა, მიუხედავად მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, რომლის მიზანია, დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი.