მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასზე ჩემპიონი გახდა
პრესტიჟული ყოველწლიური შეჯიბრება კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ევროპის ორმოცდაორი კლუბიდან, ფინალურ ეტაპზე ათი საუკეთესო გადავიდა. გადამწყვეტ შეხვედრებში კი „მონტე-კარლომ“ თოთხმეტი ქულა აიღო და კონკურენტებს უშანსოდ აჯობა. ნანა ძაგნიძემ თოთხმეტი შესაძლებლიდან ცხრა ქულა მოაგროვა