ცხინვალში მოსახლეობას აფრთხილებენ რომ დაისჯება ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა
ოკუპირებული რეგიონის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება იყო. მილიციამ გადაწყვიტა, რომ მკაცრად დააკვირდეს და ახალი წლის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა აღკვეთოს. მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ახალი წლის ღამეს იარაღიდან სროლა დასჯადი იქნება. გარდა ამისა, გამკაცრდება საგზაო მილიციის პატრულირებაც, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების გამოსავლენად და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში ჯერ კიდევ მრავლადაა ცეცხლსასროლი იარაღი შენახული. ყოველ ახალ წელს ავტომატური იარაღიდან სროლა აქ ტრადიციად იყო ქცეული. წელს კი დე ფაქტო სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ეს კანონით დაისჯება.