Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

დენის გაზრდილი ტარიფი მცირე ბიზნესს ახალ პრობლემებს უქმნის

2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დენი გაძვირდება.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით, ტარიფი გაიზარდა  როგორც სამომხმარებლო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.


სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა 3,5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო კი - 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. იანვრიდან ელექტროენერგიის გაძვირება რომ დამატებით ფინანსურ ხარჯებს წარმოშობს, ეს უკვე დაზუსტებით იცის კახეთში ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მფლობელმა, მიხეილ ჩაკვეტაძემ.


მან ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაიწყო, ამიტომ, მისი თქმით, ჯერ ისედაც მრავალმხრივ დაზარალებული, იძულებული გახდება ან ბიზნესი დაკეტოს, ან თანამშრომლები შეამციროს, რადგან თუ პრუდუქტზე ფასს გაზრდის, მომხმარებელს დაკარგავს.




„იმ აპარატურის 90 პროცენტი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ, დენზეა. წინა თვეებში 870 და 900 ლარი მხოლოდ ელექტროენერგიაში გადავიხადე, ახლა კი, ალბათ, 1300 ლარი მომიწევს. აქვე სხვა სახის  გადასახადებზეც არის ლაპარაკი. ალბათ, იძულებული ვიქნები შევამცირო თანამშრომლები (სულ 10 თანამშრომელი მყავს) ან, უკიდურეს შემთხვევაში, საერთოდ დავკეტავ მანამდე, სანამ პანდემია არ ჩაივლის. ჩვენ ხარჯები ისედაც გაგვეზარდა, ყველა ის პროდუქტი გაძვირდა, რასაც სწრაფ კვებაში ვიყენებთ. რატომ აკეთებენ ასეთ რამეს, მომავალ არჩევნებში აღარ უნდათ ხალხის მხარდაჭერა?“


სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე მიხეილ ჩაკვეტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ელექტროენერგიის გაძვირებამდეც მისი ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა იმის გამო, რომ დასაქმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და მომხმარებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩაკვეტაძის თანახმად, მან შესაბამისი განაცხადი გააკეთა, თუმცა ამ დრომდე ვერ ისარგებლა  სახელმწიფოს მიერ დაწესებული ვერანაირი შეღავათით. ლაპარაკია შეღავათებზე, რომელიც პანდემიის პირობებში ბიზნესისთვის დაწესდა.


„მე განაწყენებულის პოზიციიდან კი არ გელაპარაკებით, რეალობას ვაფასებ, რომელშიც ვარ. მე 15 წელი ევროპაში ვიცხოვრე. ვიცი, რომ იქ სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება იმას, ვინც ხალხს ასაქმებს. ასევე მთავრობა გვერდში გიდგას, რომ შენ მეტი მოგება ნახო.  მე კი არ ვითხოვ, რომ ინდივიდუალურად დამეხმარონ, რომ მეტი მოგება მივიღო... ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ სახელმწიფოს დახმარება ყველას სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს“.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მომავალ წელს არ მოუწევთ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდილი ტარიფით გადახდა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“. გახარიას თქმით, სუბსიდირება შეეხება ოჯახების 95 %-ს.  რაც შეეხება კერძო კომპანიებს, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50 %-ით დასუბსიდირდება მათთვის, ვინც ადგილობრივი წარმოების საკვებ პროდუქტს უშვებს.




საწარმო „შუამთა“ თელავში  რძის პროდუქტებს აწარმოებს, უმეტესწილად, სულუგუნს.  კორონავირუსის პანდემიის პირობებში კომპანიის  გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა,  ამიტომ ამჟამად უშუალოდ წარმოების პროცესი  შეჩერებული აქვთ, თუმცა არსებული მარაგები რომ შეინახონ, მცირე ზომის საწარმოში მუდმივად მუშაობს სამაცივრე მეურნეობა და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები. წარმოების ტექნოლოგის, გიორგი ღაღაშვილის, განცხადებით, მათთვის შესაძლოა ფასთა სხვაობით წარმოქმნილი ელექტროენერგიის საფასურის 50 პროცენტი  სახელმწიფომ გადაიხადოს, თუმცა დარჩენილი თანხაც კომპანიას მძიმე ტვირთად დააწვება. სწრაფი კვების ობიექტის წარმომადგენლის მსგავსად, ყველის საწარმოშიც ამბობენ, რომ ფასს, უბრალოდ, ვერ გაზრდიან, რადგან მომხმარებელს დაკარგავენ, ამიტომ როგორ გააგრძელებენ მუშობას, ჯერ არ იციან.


„ფასს კი გავზრდით, მაგრამ თუ არ გაიყიდა, ელაგოთ დახლებზე... მე თუ სულუგუნს გავაძვირებ, გლეხი აღარ იყიდის. იყიდის მარილიან ყველს, რომელიც, ალბათ, ერთი კვირა ეყოფა, და არა სულუგუნს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და არც ვიცით, რა იქნება. უკვე იმ დონეზე ვარ მისული, ბანკის კრედიტები რომ არ გვქონდეს, ერთი წამითაც არ ვიფიქრებდი მუშაობაზე”...


ენერგოომბუდსმენის შეფასებით, ელექტროენერგიის გაძვირება უარყოფითად აისახება მომხმარებლის ინტერესებზე, თუმცა, სალომე ვარდიაშვილის თქმით, დენისა და წყლის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იყო. 


აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დენის ფასის გაზრდასთან ერთად  თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყლის ფასიც გაიზარდა.  

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России