Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ბიბილოვი მოსალოდნელი კრიტიკის გამო  ახალგორში არ ჩავიდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, რაიონების მოსახლეობასთან ყოველწლიურ შეხვედრებს მართავს, თუმცა იგი წელს ოკუპირებულ ახალგორში აღარ ჩასულა, ის მხოლოდ ამ რაიონის ერთ-ერთი სოფლის, წინაგარის, მოსახლეობას შეხვდა. შარშან შეხვედრისას მას ახალგორელების კრიტიკის მოსმენა მოუხდა - ახალგორელები მას გზის გახსნას სთხოვდნენ.


„სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს, როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ?!“


„მე შვილი მომიკვდა და 40 დღის განმავლობაში აქედან არ გამიშვეს, არ გეცოდებით?“




ასეთი განწყობით და სიტყვებით დახვდნენ ახალგორში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, ადგილობრივი მცხოვრებლები და მას დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა სთხოვეს. ბიბილოვი ახალგორში ბოლოს 2019 წლის  26 დეკემბერს იმყოფებოდა.


როგორც ცხინვალელი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები აცხადებენ, ბიბილოვი წელს ახალგორელების მძაფრ  კრიტიკას გაექცა. ჩაკეტილი გზა, გაყოფილი ოჯახები, სამედიცინო სერვისის გარეშე დარჩენილი პაციენტები, თვეობით მშობლების უნახავი სტუდენტები, გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები - ესაა იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალი, რომელთა მოგვარებასაც ახალგორელები, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ბიბილოვის ხელისუფლებას სთხოვენ.  დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბიბილოვს ახალგორელების მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია და მათთვის არაფერი აქვს სათქმელი.


„გვერდიდან ეს ისე ჩანს, თითქოს ბიბილოვი ლენინგორელების წინაშე, მკაცრი და არასამართლიანი პოლიტიკის გამო, ბრალს აღიარებს, თუმცა ეს აღიარება მონანიების გარეშეა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკა შემსუბუქებისკენ შეიცვლებოდა. ამიტომ მისთვის არასასიამოვნოა თვალებში შეხედოს ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ცუდია მისი ლენინგორში არჩასვლა. ჩემი ინფორმაციით, იქ უკვე აღარ არიან ის ადამიანები, ვისგანაც კრიტიკას მოისმენდა. მისი იზოლაციის პოლიტიკით უკმაყოფილოებმა უკვე დატოვეს რაიონი“.


ოკუპირებულ ახალგორს კი ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ, ზოგი ლეგალური და ზოგიც არალეგალური გზით.  რადიო თავისუფლების ახალგორელი წყარო ამბობს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანები დაბაში უკვე ყოველდღიურად ჩნდებიან და ძირითადად მოხუცები გაჰყავთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.




„წითელი ჯვრის მანქანას აქ ყოველდღე ვხედავთ. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად წეროვანში გადასვლის მსურველთა რაოდენობაც იზრდება. ხალხს უნდა, რომ საკუთარ ნათესავებთან შეხვდნენ ახალ წელს და აქ მარტო არ შეხვდნენ. 50-ზე მეტი ადამიანი უკვე გავიდა და შეუერთდა საკუთარ ოჯახს, მსურველები კიდევ არიან. არალეგალური გზები რუსი მესაზღვრეების გვერდის ავლით ტყის ბილიკებია, უამრავი ადამიანი ამ გზებით სარგებლობს, ზუსტი სტატისტიკის თქმა შეუძლებელია, მაგრამ რასაც ვხედავ, დაბის მოსახლეობა განახევრებულია და ეს ქნა ბიბილოვის გადაწყვეტილებამ. შეუძლებელია 15 თვეზე მეტი ჩაკეტილი იყო, არსად გახვიდე, არ ნახო ნათესავები, ექიმთან არ მიხვიდე და კიდევ უამრავი პრობლემაა, ამიტომ ხალხი ვეღარ უძლებს და გარბის. ასე იცლება ახალგორი“.


ახალგორის იზოლაციის გამო ბიბილოვის ღია კრიტიკას არც ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ერიდებიან. პოლიტოლოგმა დინა ალბოროვამ და სამოქალაქო აქტივისტმა თემურ ცხოვრებოვმა საკუთარ ფეისბუკპოსტებში დაწერეს, რომ ახალგორის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ და გზის გახსნას მოითხოვენ.  მათი აზრით, დაბის მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, სხვა რაიონების მცხოვრებლებისგან განსხვავებით.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России