პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას დეპუტატის სტატუსი შეუწყდა
მომხრე 78 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - 5.
კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატის თანამდებობაზე უარი ერთდროულად თქვა და ამის შესახებ 24 დეკემბერს "ქართულ ოცნებაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, მე მგონი, დიდწილად შევძელი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს", - თქვა მაშინ კუჭავამ.
კახა კუჭავას ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" შალვა პაპუაშვილი წარადგინა და 29 დეკემბერს დაამტკიცა.