ოკუპირებული ცხინვალის შემნახველ ბანკში საპენსიო თანხებს ითვისებდნენ - დე ფაქტო პროკურატურა
საუბარია დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაზე. გამოძიების ცნობით, შემნახველი ბანკის თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი სალარო ორდერები, თანხების გაცემასთან დაკავშირებით და პენსიონერების ანგარიშებიდან იპარავდნენ ფულს, რომელიც რუსეთის საპენსიო ფონდიდან ირიცხებოდა ოკუპირებულ ცხინვალში.
„პენსიონერთა ანგარიშებიდან მიტაცებული თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 1 538 267 რუბლი (დაახლოებით 500 ათასი ლარი) “, - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოსური მედიის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია დანაშაულებრივი ქმედების ყველა გარემოების და მონაწილის დადგენის მიზნით. შემნახველი ბანკის ორი თანამშრომელი დაკავებულია.