ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ ემბარგოს რუსეთის ნავთობზე, გერმანია პოზიციის ცვლილებაზე მიანიშნებს
ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის ეკოლოგიური გარდასვლის მინისტრის, ბარბარა პომპილის თქმით, მან შეხვედრა სასწრაფო წესით იმ მიზნით მოიწვია, რომ "უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი სოლიდარობა კოლეგების მიმართ ბულგარეთსა და პოლონეთში", თუმცა მინისტრებმა ასევე იმსჯელეს ემბარგოს დაწესების შესაძლებლობაზე რუსეთის ნავთობისთვის.
ევროკავშირის დიპლომატებს ნათქვამი აქვთ, რომ ბლოკი იხრება წლის ბოლომდე რუსეთის ნავთობის აკრძალვისკენ, რაც იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი. პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ანა მოსკვიას თქმით, ევროკავშირმა უკვე დააწესა ემბარგო ქვანახშირზე, რაც აგვისტოდან შევა ძალაში, და "ახლა ნავთობის დრო მოვიდა".
გერმანია სიფრთხილით ეკიდებოდა ნავთობის აკრძალვის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებს, თუმცა 2 მაისს გერმანიის ორმა მინისტრმა მიანიშნა, რომ ქვეყნის პოზიცია იცვლება. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა თქვა, გერმანია "არ ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ნავთობის აკრძალვის დაწესებასო", ხოლო ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა გერმანიის ტელევიზიას უთხრა, "ქვანახშირის და ნავთობის გათვალისწინებით, ახლა შესაძლებელია რუსეთის იმპორტის გამოტოვებაო".