Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„თუ უხარისხოდ გვასწავლიდით, ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“? - თსუ-ს სტუდენტები აქციებს აგრძელებენ 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მორიგი აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, სწავლა სექტემბრამდე ისევ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდეს.


2 მაისს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო, მათგან ბევრმა ჰიბრიდული (სააუდიტორიო და დისტანციური) სწავლება გააგრძელა, თსუ კი მოითხოვს, რომ სწავლება მხოლოდ აუდიტორიებში ჩატარდეს. დისტანციური სწავლება ნაკლებად ხარისხიანია - ასეთი პოზიცია აქვს ადმინისტრაციას. 


თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თბილისში ბინის გაძვირებული ქირის გამო, რაიონებში მცხოვრები სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც ასობით ახალგაზრდა საერთოდ განათლების გარეშე რჩება.


„განაცხადეთ, რომ ონლაინსწავლება ხარისხიანი არ ყოფილა. თუ ორი წლის განმავლობაში უხარისხოდ გვასწავლიდით, სწავლების ფულს სრულად რატომ ვიხდიდით“, - თქვა აქციაზე გამოსულმა სტუდენტმა სოფიო მოლოშხიამ.


პროტესტის ნიშნად სტუდენტების ნაწილი, ისინიც კი, ვინც თბილისში ცხოვრობენ, დღეს აუდიტორიებში არ შესულა. აქცის მონაწილე ილია ჭანტურია ამბობს, რომ ასობით სტუდენტი ახლაც რეგიონებშია და ჩამოსვლას ვერ ახერხებს.


„პატარა კვლევასავით ჩავატარეთ და სადღაც ორი ათასი სტუდენტი ვერ ახერხებდა ბინის თბილისში დაქირავებას. აქედან ნაწილი მაინც ჩამოვიდა ახლა, მეორე ნაწილი ვერ ჩამოდის. ჩვენ ვითხოვთ ერთი მხრივ ჰიბრიდული სწავლების გაგრძელებას, მეორე მხრივ კი, სტუდენტების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“.


უნივერსიტეტს ორი სტუდენტური საცხოვრებელი აქვს, ლისის ტბაზე და ბაგებში. „ღირსების შემლახავი“, - ორი სიტყვით ასე აფასებენ სტუდენტები სიტუაციას ბაგებში. რაც შეეხება ლისს, სტუდენტები ამბობენ, რომ იქ ცხოვრება მეტ-ნაკლებად კიდევ შეიძლება, მაგრამ შორია და ტრანსპორტიც ჭირს.


„ლისის დასახლება არ არის მორგებული სტუდენტებზე, ავტობუსით ღამით დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მხოლოდ ტაქსით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან სტუდენტების უმეტესობა მუშაობს და სახლში გვიან ბრუნდება“, - ამბობს ილია ჭანტურია.


ამჯერად ორივე კომპლექსი თითქმის მთლიანად შევსებულია, თსუ-ში აცხადებენ, რომ რეგისტრაცია რამდენჯერმე გამოაცხადეს და ახლა ლისის საერთო საცხოვრებელში მხოლოდ სამი ადგილია დარჩენილი, ბაგებში - ათი.


„ჯერ აგერ აქციაზე, ჩემს გარშემო ვიპოვი 50 ადამიანს, რომელსაც ბინა სჭირდება“, - ამბობს ილია ჭანტურია.




მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ბევრმა მოქალაქემ თავი საქართველოს შეაფარა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს, რომ მარტის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე. აქედან საქართველოში დარჩა უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე.


მიგრაციის ამ ტალღის გამო თბილისში ბინების ფასი რადიკალურად გაიზარდა. ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განცხადებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გლდანსა და მუხიანში ერთოთახიანი ბინის დაქირავება 350-400 დოლარი ღირს, ვაკეში კი (ანუ უნივერსიტეტთან ახლოს) - 800 დოლარი.  


თსუ-ს სტუდენტი ეკატერინე მაისურაძე ამბობს, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის დაპირებისა, რომ რეგიონებში დარჩენილ სტუდენტებს ყველანაირად დაეხმარებოდნენ, ისინი მათ დისტანციურად ლექციებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ.




„ვინც ვერ ჩამოდიან [სტუდენტები], როცა სთხოვენ [ლექტორებს] ზუმით ჩაერთონ, არავინ ეხმარება. ბრძანება მოუვიდათ ლექტორებს, რომ ზუმი არ ჩაურთონ სტუდენტებს“, - ამბობს ეკატერინე მაისურაძე.


მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების აქციები უკვე ორი კვირაა გრძელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოზიციას არ ცვლის და ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლას არ აპირებს.


გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც გადაადგილების ფიზიკური საფრთხე ექმნებათ. ფაკულტეტები იმსჯელებენ, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება და მხარდაჭერა.   


უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს 18 თებერვალს მიეწოდათ და, შესაბამისად, მათ 2 თვეზე მეტი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ეკონომიკური პრობლემები მოეგვარებინათ, მეორე მხრივ კი, ორწლიანი პაუზის შემდეგ ფსიქოლოგიურად მომზადებულიყვნენ აუდიტორიაში სწავლისთვის. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России