Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რატომ იტაცებს რუსეთი უკრაინულ ხორბალს? ასე იწყებოდა ჰოლოდომორი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, უკრაინული პორტების ბლოკირება და მარცვლეული კულტურების მარაგების მიტაცება შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მრავალის სხვა ქვეყნის მოსახლეობას. 2021 წლის მონაცემებით, უკრაინა, რომელიც წელიწადში 33 მლნ ტონა ხორბალს აწარმოებს (მსოფლიო ბაზრის 12%), მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორია. შესაბამისად, ბევრი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინული ხორბლის შეუფერხებელი მიწოდება, თუმცა, როგორც გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელი, მარტინ ფრიკი ამბობს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შეუძლებელია ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაკეტილი საზღვაო გზების გამო.


კიევის ინფორმაციით, უკრაინის პორტებში ბლოკირებულია თითქმის 4,5 მლნ ტონა მარცვლეული, ცალკე პრობლემაა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი ტონა ხორბლის მიტაცება და რუსეთში გატანა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰოლოდომორზე პასუხისმგებელი საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას უწოდებს.


უკრაინის მთავრობის მტკიცებით, ხერსონის ოლქში, რომელიც დროებით ოკუპირებულია, რუსეთის საოკუპაციო ძალები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და მარცვლეულს მასობრივად იტაცებენ და ძარცვავენ.


უკრაინის გენერალურმა პროკურატურა იტყობინება ქალაქ კამენკა-დნიპროვსკას სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიიდან 61 ტონა ხორბლისა და სხვა ქონების გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.




გამოძიების ინფორმაციით, 26 აპრილს რუსმა სამხედროებმა ფიზიკური ძალადობის მუქარით გაძარცვეს ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო კომპანიის ფილიალი.


„ოკუპანტებმა საწარმოდან მოპარული ხორბალი და სხვა ქონება გაიტანეს სატვირთო ტრანსპორტით, რომელიც ასევე ფილიალის საკუთრება იყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წესების დარღვევის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მარცვლეულის გატანის ფაქტებს ასევე აღრიცხავს უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა, რომლის თქმითაც, 23 აპრილს „ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა დააცარიელეს სოფელ ნოვოალექსეევკაში მდებარე ელევატორი და მთელი მარცვლეული ოკუპირებულ ყირიმში გაიტანეს. ქერჩის ხიდზე ასევე შეამჩნიეს მატარებელი, ვაგონებზე წარწერით „მარცვლეული“.




 


„რუსმა სამხედროებმა უკვე გაიტანეს რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული დროებით ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან“, - განაცხადა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ტარას ვისოცკიმ, რომლის თქმითაც, მარცვლეულის მოპარვისა და უკრაინიდან გატანისას რუსები იყენებენ XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისის ტაქტიკას.




„დღეს ჩვენ დადასტურებული ფაქტები გვაქვს, რომ ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული გაიტანეს ჯამურად. ამ ტერიტორიებზე ფერმერთა მარაგებში დაახლოებით 1,5 მლნ ტონა მარცვლეულია, რომელიც განკუთვნილია როგორც სათესი სამუშაოებისთვის, ასევე გადასამუშავებლად (ფქვილის დასამზადებლად, პურის გამოსაცხობად). ეს მნიშვნელოვანი მარაგია. საერთაშორისო ფასებით ის ასობით მილიონი დოლარი ღირს და არის დიდი რისკი, რომ მას უბრალოდ მოიპარავენ და რუსეთის სასარგებლოდ გაიტანენ“, - აღნიშნა უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ.


უკრაინიდან მარცვლეული კულტურების გატანა რომ სტიქიურად არ ხდება, ამაზე შეიძლება მეტყველებდეს რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი „ხერსონის ოლქში ფერმერთა ჭარბი მოსავლის ექსპროპრიაციის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ საიტის ადმინისტრაციამ მალევე წაშალა ტექსტი და განაცხადა, საიტი გაგვიტეხესო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია შემდეგი შინაარსის განცხადების გავრცელება:


„რუსეთის კრასნოიარსკის მხარის საკანონმდებლო კრების ასეთი გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა ხელისუფლების კრიმინალური პოლიტიკის პირდაპირი გაგრძელება, რომელიც პასუხისმგებელია 1932-1933 წლების ჰოლოდომორსა და მასიურ ხელოვნურ შიმშილზე 1921-1923 და 1946-1947 წწ.-ში“.




 


ჰოლოდომორი - უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი

ჰოლოდომორს უკრაინაში (1932-1933 წწ.) სულ მცირე 3,9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, შიმშილის მიზეზი კი იყო გლეხებიდან მარცვლეულის ამოღების იძულებითი, რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა კომუნისტური ხელისუფლება.

„გენოციდის კონვენციის მამად“ წოდებულმა, დოქტორმა რაფაელ ლემკინმა, რომელმაც ფაქტობრივად გამოიგონა ეს ტერმინი, 1953 წელს თქვა, რომ „უკრაინელი ერის განადგურება“ არის „გენოციდის კლასიკური მაგალითი“.

იმ დროს, როდესაც მილიონობით უკრაინელი შიმშილით იღუპებოდა, საბჭოთა მთავრობას უკრაინული მარცვლეული ექსპორტზე გაჰქონდა როგორც საზღვარგარეთ, ასევე სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში. მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვა 1931 წელს ან მისი სრული შეწყვეტა 1932-1933 წლებში სიკვდილისგან იხსნიდა მილიონობით უკრაინელს, მათ შორის, ასობით ათას ბავშვს. მეტიც, ასეთი გადაწყვეტილებები არანაირად არ იმოქმედებდა ინდუსტრიალიზაციის განხორციელებაზე, რადგან ამ პერიოდში ხორბლის მსოფლიო ფასები დაეცა და სსრკ-მ გაცილებით მეტი მოგება მიიღო ხე-ტყისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი მოცულობის მარცვლეული დაგროვდა სახელმწიფო რეზერვებში. ეს რესურსები არ გამოიყენებოდა შიმშილით დაზარალებული უკრაინის დასახმარებლად, რაც უკრაინაში შიმშილის ორგანიზების გაცნობიერებულ ქმედებებზე ლაპარაკობს.

რატომ?

ისტორიკოსი და პუბლიცისტი ენ ეპლბაუმი წიგნში „წითელი შიმშილი: სტალინის ომი უკრაინასთან“ ამტკიცებს, რომ ჰოლოდომორი სტალინმა განზრახ მოაწყო. 1932 წელს იყო ზოგადად საბჭოთა შიმშილის დასაწყისი, რომელიც მოიტანა კოლექტივიზაციამ და მარცვლეულის მოკრების პოლიტიკამ, მაგრამ 1932 წლის შემოდგომაზე სტალინმა გადაწყვიტა ამ კრიზისით ესარგებლა, გამოეყენებინა ის კონკრეტულად უკრაინის მიზანში ამოსაღებად. შესაბამისად, შიმშილი, უკრაინელი ინტელექტუალების შევიწროების პარალელურად, ემსახურებოდა უკრაინაში კონტრრევოლუციის საფრთხისა და უკრაინის დამოუკიდებლობის ჩახშობას.

 


უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, ტარას ვისოცკი ამბობს, რომ მარცვლეულს ჰპარავენ არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უცხოელ მომხმარებლებსაც, რაც ძირს უთხრის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას: გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 1,7 მილიარდი ადამიანი შესაძლოა მალე შიმშილისა და სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.




შეიძლება თუ არა, უკრაინის ომი გადაიზარდოს გლობალურ სასურსათო კრიზისში, ხოლო ცალკეული ქვეყნებისთვის - შიმშილში?


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპორტის შემცირებისა და საწვავის ფასების ზრდის გამო, რთული იქნება მარცვლეული კულტურების წარმოებისა და მარაგების გაზრდა:


„ვაკვირდებით ომის შედეგებს: შეუძლებელია თესვა, მოსავლის აღება და ექსპორტის განხორციელება. მსოფლიო სასურსათო ბაზარზე სერიოზული შეფერხება გამოიწვია არა სანქციებმა, არამედ ომმა, რადგან სურსათზე სანქციები არ გავრცელებულა, შესაბამისად, შეზღუდვები არ ეხებოდა საკვებ პროდუქტებს. ყველაფრის თავი და თავი ომია. სწორედ ომმა შეიძლება გამოიწვიოს შიმშილი“.


უკრაინა და რუსეთი, ომის დაწყებამდე, ჯამში აწარმოებდნენ მარცვლეულის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 30%-ს.


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, უკრაინის სოფლის მეურნეობას უკვე აკლია მუშახელი იმის გამო, რომ მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, შავ ზღვაზე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა.


გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენლის მარტინ ფრიკის თქმით, „შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი“, შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, თავისი პროდუქცია მიაწოდოს სხვა ქვეყნებს, რათა შემსუბუქდეს გლობალური სასურსათო კრიზისი.


2022 წლის მარტში გაერომ სურსათზე ფასების 12%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ. ფასების მკვეთრმა ზრდამ და მიწოდების შეფერხებამ განსაკუთრებული საფრთხე შექმნა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიის ნაწილებში, სადაც ხალხი ქრონიკულად არასაკმარისად იკვებება და სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს სუბსიდირებული პურითა და იაფი ატრიით.




გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა უკრაინული მარცვლეულისთვის დერეფანს ითხოვს


2022 წლის მარტის ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები ბლოკავენ უკრაინის პორტებს, რაც ართმევს კიევს მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობას და ხელს უშლის საკვებით დატვირთულ 94 გემს ხმელთაშუა ზღვაში შესვლაში.


1 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა დაეხურა ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკისა და ხერსონის საზღვაო პორტები, ვიდრე ეს ტერიტორიები არ გათავისუფლდებოდა რუსი სამხედროებისგან. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გემებისა და მგზავრების მომსახურების, ტვირთის, ტრანსპორტირებისა და სხვა დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შეუძლებლობის გამო.


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას განიხილა სასურსათო კრიზისი, რომელიც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის გამო შეიქმნას. უკრაინის ლიდერის თქმით, კრიზისის თავიდან ასაცილებლად რუსეთმა უნდა განბლოკოს უკრაინის პორტები.




2022 წლის 24 თებერვლამდე საზღვაო პორტები იყო უკრაინული საქონლის საზღვარგარეთ გაყიდვის მთავარი არხი, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო ხომალდებმა პორტები გადაკეტეს, უკრაინას დარჩა მხოლოდ რკინიგზა და დუნაის სამი პორტი: იზმაილი, რენი და უსტ-დუნაი. ჩვეულებრივ უკრაინის ექსპორტის მხოლოდ 11% მოდიოდა რკინიგზაზე, 10% კი - დუნაის პორტებზე. ექსპორტის ძირითად მარშრუტებად ამჟამად გამოყენებულია 11 სარკინიგზო მიმართულება, რომლებიც გადიან პოლონეთზე, სლოვაკეთზე, უნგრეთზე, რუმინეთსა და მოლდოვაზე, თუმცა გამშვები პუნქტები იმდენად გადატვირთულია, რომ შემადგენლობები 10-14 დღე დგანან საზღვრებთან.


ტარას ვისოცკის თქმით, თვეში უკრაინას შეუძლია დაახლოებით 0,5 მილიონი ტონა მარცვლეულის და მისი პროდუქტების რკინიგზით ექსპორტი, რაც 10-ჯერ ნაკლებია ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით, ამჟამად რკინიგზით დღეში 20 000 ტონამდე მარცვლეულის ტრანსპორტირება ხდება. შედარებისთვის, პორტებით გადიოდა საშუალოდ 150 000 ტონა.


ვისოცკის აზრით, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიდან ყოველთვიურად 1,5 მილიარდ დოლარს ვერ იღებს. წლის ბოლომდე, ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მარცვლეულის ექსპორტი სავარაუდოდ 85%-ით შემცირდება და დაახლოებით 2,4 მილიარდ დოლარამდე დავა.


ფერმერები უკრაინის მთავარი ექსპორტიორები არიან მეტალურგების შემდეგ. 2021 წელს, უკრაინის ექსპორტის 68 მილიარდი დოლარიდან მარცვლეულზე მოდიოდა 12,4 მლრდ აშშ დოლარი.


უკრაინის ტოპ-5 საექსპორტო საქონელი:



შავი მეტალურგია - 14 მლრდ დოლარი
მარცვლეული - 12,4 მლრდ
სასარგებლო წიაღისეული - 7,1 მლრდ
ზეთი, ცხიმი - 7 მლრდ
ელექტრონიკა - 3,1 მლრდ


უკრაინას ექსპორტისთვის ამჟამად გადადებული აქვს 6,5 მილიონი ტონა ხორბალი და დაახლოებით 15 მილიონი ტონა სიმინდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, შემოდგომაზე დაითესა საზამთრო ხორბალი 6,5 მილიონ ჰექტარზე, საიდანაც დაახლოებით 14 მილიონ ტონა მოსავალს ელიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России