მაკრონი: რუსეთთან მოლაპარაკების პირობები უკრაინამ უნდა განსაზღვროს
"ჩვენ იქ ვიქნებით, უკრაინის აღსადგენად, როგორც ევროპელები, ყოველთვის" - უთხრა მაკრონმა ევროკავშირის ღონისძიებას სტრასბურგში, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს 9 მაისს გამართულ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე განუცხადა, რომ ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან უკრაინაში - სადაც უკვე მეათე კვირაა გრძელდება რუსეთის ძალების შეტევა.