რამზან კადიროვის არასრულწლოვანი შვილი ჩეჩნეთის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციის გაერთიანებას უხელმძღვანელებს
რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაური შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაციის გაერთიანება მოხდება.
ამ პოსტზე კადიროვის შვილი საქმიანობა, როგორც ოფიციოზი ამტკიცებენ, მიმართული იქნება ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე, რომელიც "ჩეჩნების რესპუბლიკის "ბავშვებისა და ახალგაზრდების" ინტერესებს შეესაბამება.
რამზან კადიროვის შვილებს, ძმისშვილებს, დებს, ბიძაშვილებს და ბიძაშვილების შვილებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დროს 100-მდე მაღალი თანამდებობა ეკავათ საჯარო სამსახურში. "კავკაზ.რეალიის" თანახმად, თავად ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, ოჯახის წევრების კარიერული წინსვლის თაობაზე კრიტიკოსების პასუხად განაცხადა, რომ მას ამის გამო არ რცხვენია. "თუ მე პასუხს ვაგებ ჩემს ხალხზე, რესპუბლიკაზე და თუ ამას ვახერხებ, რა განსხვავება აქვს მათთვის, თუ ვინ იქნება მინისტრი, რაიონის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის უფროსი თუ მთავრობის თავმჯდომარე? მე ეს დიდად არ მაღელვებს,"- განაცხადა რამზან კადიროვმა.
ცნობილია, რომ რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, 2021 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დაინიშნა.
მანამდე, 2020 წლის დეკემბერში რამზან კადიროვის მეორე ქალიშვილი, ხადიჟატ კადიროვა, გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ჩაუყენეს სათავეში.