მდინარაძემ კომიტეტებში სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის შემცვლელები დაასახელა
სუბარმა, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების დატოვების შესახებ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის შემდეგ ისაუბრეს.
სოზარ სუბარს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში კახი კახიშვილი შეცვლის;
მიხეილ ყაველაშვილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტში - ირაკლი მეძმარიაშვილი;
დიმიტრი ხუნდაძეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში - ზაზა ლომინაძე.
მდინარაძემ თქვა, რომ მათ სასესიო კვირაში დაამტკიცებენ თანამდებობებზე.
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა. პარტიიდან გამოყოფის შემდეგ მათი სახელით ანტიდასავლური შინაარსის შემცველი განცხადებები ვრცელდება.
100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.