CIA-ის დირექტორი, ბერნსი, თურქეთში შეხვდება რუს კოლეგას
პირი, რომლის ვინაობაც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ ბერნსი და ნარიშკინი არ ისაუბრებენ უკრაინაში ომის გადაწყვეტის გზებზე. მოელიან, რომ ბერნსი დააყენებს რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელების, კალათბურთელ ბრიტნი გრაინერისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრის, პოლ უილენის საკითხს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, პატიმართა გაცვლის ოპერაცია შედგეს რუსეთთან.
ბერნსისა და ნარიშკინის მოლაპარაკება იქნება ამ რანგის მაღალჩინოსანთა პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.