თსუ-ში გამოცდის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, უნივერსიტეტის ცნობით, არავინ დაშავებულა
"გამოცდის მიმდინარეობისას, როცა ხმაური გაიგეს, სტუდენტები გამოიყვანეს, არცერთს თავზე არ დასცემია. ჭერი შეამოწმეს სპეციალისტებმა და როგორც კი დაადგინეს, რომ უსაფრთხო იყო, გამოცდა გაგრძელდა", - განაცხადეს თსუ-ს პრესსამსახურში.
საგამოცდო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად EDU.ARIS.GE-მ გაავრცელა.