2022 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა 50 პროცენტზე მეტით
ამ რიცხვში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გადასახლდნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ. უკრაინელებს აძლევენ არა პოლიტიკურ თავშესაფარს, არამედ დროებითი დაცვის სტატუსს, და ლტოლვილთა სტატისტიკაში უკრაინელები არ ხვდებიან. ნოემბრის ბოლოსთვის თავშესაფრის მთხოვნელთა სიის სათავეში კვლავ სირიის, ავღანეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.
გრეგორი არ აკონკრეტებს რუსეთის რამდენმა მოქალაქემ ითხოვა მიმდინარე წელს პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირში. ევროკავშირი მანამდე აცხადებდა შესაძლებლობაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შინ დევნას ექვემდებარებიან, მიენიჭოს არა პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი, არამედ ე.წ. ჰუმანიტარული ვიზები. რუსეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები მომავალი წლის დასაწყისში დაითვლება.
გრეგორის თქმით, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი წელს გაიზარდა, თუმცა ის მაინც არ აღწევს 2015-2016 წლების მონაცემს, როცა ევროკავშირს თავშესაფრის თხოვნით მიმართა 1.3 მილიონზე მეტმა ადამიანმა, რომელთა უმრავლესობაც სირიაში სამოქალაქო ომის შედეგებს გაურბოდა.
თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას განაცხადი გერმანიაში შეაქვს, მეორე ადგილზეა საფრანგეთი. ლტოლვილებისთვის ყველაზე "არასასურველი" ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთია.