დუსკა - ძაღლი ოჯახიდან, სადაც პატრონმა კიდევ ერთ ძაღლს სასიკვდილოდ სცემა
ოჯახიდან, სადაც პატრონმა ერთი ძაღლი ცემით მოკლა, მეორე ძაღლი ცხოველთა დამცველებმა, პოლიციასთან შეთანხმებით, თბილისში წამოიყვანეს. ქართული ნაგაზი, სახელად დუსკა - ტასო ლოსაბერიძემ და მისმა დედამ, სოფო ლოსაბერიძემ შეიფარეს.