ოდიშარია: მდინარაძეზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მათი ლიდერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის მუშტის დარტყმა მათი ღირსების საკითხია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოდიშარიამ ეს განცხადება გააკეთა, ოპოზიციის ნაწილმა მისი ნათქვამი მუქარად აღიქვა.