მარკ რიუტე: მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები
„სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა მათ საშუალება მივცეთ, ძალის პოზიციაზე იყვნენ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ,“ დასძინა რიუტემ.
BBC-ის ცნობით, ჩრდილოატანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე. „ეს უკრაინისთვის არის ნატოში გაწევრიანების აუცილებელი გზა. ჩვენ „ხიდს“ ვაგებთ 40 მილიარდი ევროს გამოყოფით, ვისბადენში სამეთაურო [ცენტრის] შექმნით, ყველა შეთანხმებით, რომლებიც უკრაინასთან დავდეთ ორმხრივ დონეზე. ყოველივე ეს არის ინვესტიცია ნატოში უკრაინის მომავალში,“ თქვა რიუტემ.