Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება - მეთიუ ბრაიზა სანქციებზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება „სიმბოლური“ და „პოლიტიკური“ გადაწყვეტილებაა, უფრო დიდი პირველადი ეფექტი კი ევროკავშირის მხრიდან ანალოგიურ ნაბიჯს ექნება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ სახელმწიფო დეპარტამენტისგან დაწესებულ დამატებით სავიზო შეზღუდვებსა და მის ეფექტზე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 


ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბროთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო: '"ღირსებით ევროპისკენ".


ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე, თითქმის ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ-რომელსაც მოსახლეობის, მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება- სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ [დაპირება] ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია; რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენ არ გვინდა თქვენთან საქმის დაჭერა", - აცხადებს მეთიუ ბრაიზა. 


ის ფიქრობს, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეჩერება „პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავნების ნიშანი იყო“ და იმის „გაუცნობიერებლობა როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას, ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა [რა მოჰყებოდა ამას], ან უბრალოდ, აშკარა პროვოკაციაა. მას[ირაკლი კობახიძე] უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ [თავის დროზე] გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში“. 


მეთი ბრაიზას მიაჩნია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არ სურს ქართველი ხალხის დაზარალება და ამიტომ არ აწესებს სანქციებს, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ავნოს. მას არ ჰგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა, რაიმე სხვა ეფექტი ექნება [საქართველოში]. თუმცა საპირისპირო პროგნოზი აქვს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს მსგავს ნაბიჯებს ევროკავშირი გადადგამ. 


„პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.


ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. 


12 დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვებს უწესებს საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს.


ევროკავშირის შემთხვევაში უახლოესი თარიღი 16 დეკემბერია, როცა წევრი ქვეყნების მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ და, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილებას იმავე დღეს მიიღებენ.


სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების ახალი პაკეტი შეეხოთ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს - დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. მათი გვარები, როგორც ადრე, არც ამჯერად დასახელებულა.


სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული.


ორ კვირაზე მეტია, რაც თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.


ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России