Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს - პეტერ ფიშერი 9 აპრილზე

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ "ეს დღე საქართველოსთვის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს".
"1989 წლის 9 აპრილს აქ მომხდარი მოვლენა ბერლინის კედლის დაცემამდე ნახევარი წლით ადრე მოხდა. ეს დღე აკავშირებს საქართველოს, გერმანიასა და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა სწყურიათ. თუ დღეს მსოფლიოს გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - თქვა გერმანიის ელჩმა.
ფიქრობთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ამჟამად საფრთხის ქვეშაა საქართველოში? - ჰკითხეს მას ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა.
"არ მინდა შიდა პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთება. მე აქ ვარ, რათა პატივი მივაგოთ 9 აპრილის მსხვერპლთ. დიდი მადლობა. მე აქ ვარ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის", - თქვა პეტერ ფიშერმა.
დილიდან მემორიალს ყვავილებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები:
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი;ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი;ესტონეთის, პოლონეთისა და ლატვიის საელჩოების წარმომადგენლები.

9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებიმემორიალთან პოლიტიკოსების გამოჩენამდე, ადგილზე მიიყვანეს პოლიცია და საპატიო ყარაულით მოაწყვეს დერეფანი, დემონსტრანტები კი იძულებით გაწიეს, რათა მათთან მიახლოების საშუალება არ მიეცათ.
ადგილზე დილიდან მისული იყვნენ პროდასავლურ/ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები და განგრძობადად მიმდინარე დემონსტრაციების სხვა მონაწილეები.
"ქართული ოცნების" მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ საქართველოში პროდასავლური აქციები უწყვეტად იმართება.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.
„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.


როგორც წესი, მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ პოლიტიკოსები მედიისთვის კომენტარს აკეთებენ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ჟურნალისტებთან არ გაჩერებულან.
გასულ 2025 წელს, ამავე ადგილზე იდგნენ დემონსტრანტები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ არ მისულან, მოგვიანებით თქვეს, რომ ესკალაცია აიცილეს თავიდან.
ადგილზე პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა ან გაარიდა, სულ ცოტა, ორი ადამიანი. რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
"ქართული ოცნების" კრიტიკა ფიშერის მიმართელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.
პეტერ ფიშერი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიის უკუსვლისთვის აკრიტიკებდა და წუხილს ღიად გამოხატავდა იმის გამო, რომ საქართველო კარგავს დროსა და ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს.
9 აპრილიდღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან - 35.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით.
დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.
ამავე დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დამოუკიდებლობის აქტის მიღებას წინ უძღოდა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის მონაწილეთა 99,08%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России