Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის - MDF-ისა და „მითების დეტექტორის“ ანგარიში

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მედიის განვითარების ფონდი“ და „მითების დეტექტორი“ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აჯამებს მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, 2025 წელსა და 2026 წლის 4 თვეში გავრცელებული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების ძირითად ტენდენციებს.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს და 2026 წლის აპრილის ჩათვლით “მითების დეტექტორმა” მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის 42 შემთხვევა გამოავლინა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული, 26 შემთხვევა, ვიზუალური მანიპულაცია იყო.

ვიზუალური მანიპულაცია თავის მხრივ მოიცავდა ვიდეომანიპულაციისა და ფოტო მანიპულაციის შემთხვევებს.

ანგარიშის ავტორების თანახმად, ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური ტაქტიკები დივერსიფიცირებულია.

ისინი წერენ, რომ ყველაზე ხშირად, ჟურნალისტების/მედიის მიკერძოებაში დადანაშაულება და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება ხდებოდა.

ამასთანავე, თითქმის თანაბრად გამოიყენებოდა გენდერული დეზინფორმაციისა და სლატშეიმინგის (მორალური ნიშნით დევმა) ტაქტიკა:

„თუ ადრე ამ მეთოდს (სლატშეიმინგს) მეტწილად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშები იყენებდნენ, წელს გამოიკვეთა შემთხვევა, როცა ჟურნალისტის და აქტივისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო სექსუალურ დანაშაულებსა და ტრეფიკინგში მხილებულ, ამერიკელ ბიზნესმენ, ჯეფრი ეპსტინთან ერთად “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიის წევრის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიზუალი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ მის მიერ სასამრთლოში შეტანილ სარჩელზე ინფორმაციის ილუსტრაციად იყო გამოყენებული. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიებმა კი (“რუსთავი 2”, “პოსტვ”, “იმედი” და საინფორმაციო სააგენტო “ჯორჯიან თაიმსი”) ის უცველად და უკრიტიკოდ გააშუქეს ჟურნალისტის მორალური განსჯის მიზნით“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე იყო პატიმრობაში მყოფი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, სახაროვის პრემიის მფლობელი მზია ამაღლობელი.

მათი თქმით, ეს ხდებოდა როგორც დეზინფორმაციის, ისე მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური პირების მხრიდან, რასაც თან ერთვოდა ანონიმური ფეისბუქ გვერდებისა და ანგარიშების კოორდინირებული არაავთენტური ქცევაც.

ანგარიშის ავტორების თქმით, მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მედია საშუალებების მიმართ უნდობლობის გაღვივება:

„ამ პროცესში ჩართულები არიან როგორც სახელისუფლებო მედიები, ასევე ანონიმური ფეისბუქ ანგარიშებიც“.

ანგარიშში წერია, რომ უნდობლობის გაღვივების მიზნით რამდენიმე ტაქტიკა გამოიყენებოდა:

მედიის მიკერძოებულ გაშუქებაზე დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ინფორმაციის უკონტექსტოდ გავრცელება;მედიისადმი საზოგადოების უნდობლობის აზრის დამკვიდრების მიზნით ვიდეომანიპულაციის გამოყენება;გამოგონილ წყაროზე დაყრდნობით ჟურნალისტის უცხო ქვეყნის აგენტად წარმოჩენა;გაყალბებული ციტატებითა და თვითმარქვია საინფორმაციო ბარათებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ნიველირება და გაქილიკება.როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ხელისუფლების სამიზნე საერთაშორისო მედიაც გახდა:

„იმ ორი ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც ერთ შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებებს, მეორე შემთხვევაში სახელისუფლებო ტელეიმეედის ყოფილი მფლობელის საქმიანობას შეეხებოდა.

საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკისა და 2024 წელს, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პროპაგანდისტული გზავნილების გარდა, “მითების დეტექტორის” გამოძიების შედეგად, ფეისბუქზე კოორდინირებული არაავთენტური ქცევა (CIB) გამოვლინდა, როცა ყალბი ანგარიშები სასურველი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ/

და ასევე “იმედის” ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის რუსული კავშირების შესახებ Byline Times-ის სტატიას ავტორის, ბრიტანელი ჟურნალისტის უილ ნილის და მისი რესპონდენტების წინააღმდეგ კოორდინირებული დისკრედიტაცია“.

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა. ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России