Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

"ივანიშვილს დააჯერეს ადამიანებმა, რომ გიორგიმ მათ პრორუსულ კურსს უღალატა" - ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაურის ახლობელი

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ყოფილი ცოლი ლიკა ნაღებაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი უძილაურის ჯაშუშობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, "დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა". ამის შესახებ ლიკა ნაღებაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა დღეს, 7 მაისს, საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ, რაც უძილაურს პატიმრობა შეეფარდა.
ლიკა ნაღებაშვილი უძილაურისთვის წაყენებულ ჯაშუშობის ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებს.
"არანაირი მტკიცებულება გამოძიებას არ ექნება, მაგაში დარწმუნებული ვარ. ღმერთს ვთხოვთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენი საქმე იქნება მოგებული. მიზანი არის პირადი შურისძიება. იცით, რომ „ქართული ოცნება" მარტივ მამრავლებად იშლება. ამ პროცესში მოხდა ის, რომ დასავლური კურსი უცებ შეიცვალა რუსული კურსით, შესაბამისად, გიორგი, რომელიც პროგრესული ადამიანია და ყოველთვის თავის იდეალებისთვის იბრძოდა, დარჩა იმ მხარეს, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში შევიტანეთ და ყველამ ვთქვით, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და დასავლეთი”, - განაცხადა ლიკა ნაღებაშვილმა.
შეკითხვაზე, ვის დასჭირდა, უძილაურის მსგავსი ბრალდებით დაკავება, ლიკა ნაღებაშვილმა თქვა, რომ "ევროპაზეა დარტყმა და გიორგი, ეტყობა, ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს…"
"მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვითონ "ქართულ ოცნებაში" იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც დაიყო ეს "ოცნება" მარტივ მამრავლებად, გიორგიც, რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც, სხვათა შორის, ჩვენი თაობა გამოვძვერით ძლივს, ბრძოლით”, - უთხრა "ტვ პირველს" ლიკა ნაღებაშვილმა.
მისი თქმით, 14 წლიდან იცნობს გიორგის და შეუძლია დაახასიათოს, როგორც "საკუთარ ქვეყანაზე და პროფესიაზე შეყვარებული. ასეთი ერთგული და პატრიოტი ადამიანი, ალბათ, ორი-სამი არის ჩემს სამეგობროსა და ნაცნობებში. ყოველთვის იბრძოდა თავისი ქვეყნისა და პროფესიისთვის".


მმართველის გუნდის გამოხმაურებებიგიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ მმართველ გუნდში. დეპუტატ დავით მათიკაშვილის თქმით, "სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ სავარაუდო მოცემულობას, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაღალი თანამდებობის პირები, თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, აწვდიან მათ ინფორმაციას".
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით კი, მსგავს ადამიანებს კანონით შესაბამისი პასუხი გაეცემათ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით აქტიურია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების გამოვლენასთან დაკავშირებით. თითოეული ასეთი ფაქტი არის ძალიან სევდიანი და შემაშფოთებელია, თუმცა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ღალატზე მიდგება საქმე, აქ არ შეიძლება, რომ რომელიმე ადამიანით ან მისი პიროვნული ფაქტორით ვიმსჯელოთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, პასუხისგებაშია მისაცემი", - ამბობს ნინო წილოსანი.


პატიმრობის შეფარდება7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე" დაკავებულ გიორგი უძილაურს.
"ვფიქრობ, საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა", - განუცხადა მედიას სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი კი აცხადებდა, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან, მისი თქმით, საქმეში, რომელსაც ის უკვე გაეცნო, “არ დევს ადეკვატური მტკიცებულებები”.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა სახის მტკიცებულებებია საქმეში, ბექა გულედანმა თქვა, რომ მათ შორის არის აუდიო და ვიდეო მასალაც.
გიორგი უძილაური, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
საქმეს კი გრიფი “სრულიად საიდუმლო” ადევს, რაც ადვოკატის სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებიც დახურული იქნება და ადვოკატსაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვს.
ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.
რას ედავება პროკურატურა უძილაურსპროკურატურის თანახმად, "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას".
გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
5 მაისს, როცა ეს ამბავი გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, თუმცა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი უძილაურს ედავებიან „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ“ ჯაშუშობას.
რა დაადგინა გამოძიებამსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დაადგინეს, რომ გიორგი უძილაური „თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“.
უძილაური 5 მაისს საგამოძიებო სამსახურის შენობაში დააკავეს.
ფინანსურ პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი უძილაური „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России