რას ფიქრობს სააკაშვილი საქართველოში გაზპრომის შემოყვანასთან დაკავშირებით
"აზერბაიჯანის გადაკიდება შეიძლებოდა? ასეთი მოკლე მახსოვრობა როგორ გვაქვს, მართლა სილქნეტი ხო არა ვართ," - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
სააკაშვილი იხსენებს 2006 წლის მოვლენებს, როდესაც რუსეთმა საქართველოს დივერსია მოუწყო და ყინვაში გაზის გარეშე დატოვა.
"მაშინ აზერბაიჯანმა თვითონ მოიკლო და ჩვენ გაგვათბო. მერე ისეთი კონტრაქტი მოგვცა, არავის რომ არა აქვს და ამის მერე რა უნდა იფიქრო," - ამბობჰს სააკაშვილი. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს და ასეთი ქმედებები აღარ არის გასაკვირი, რადგან ეს პირდაპირ კრემლის ინტერესებში შედის.