შვეიცარული ბანკის მოხსენებით, ივანიშვილი კვლავ აგრძელებს გაზპრომის აქციონერობას - მიხეილ სააკაშვილი
"ხო გატყუებდათ, რომ გაზპრომის აქციები აღარ მაქვსო. აი, შვეიცარული ბანკის მოხსენება გამოქვეყნდა და აქ წერია, რომ ჩვეულებრივად აგრძელებს გაზპრომის აქციონერობას. გაზპრომის აქციონერი პირდაპირ იღებს დავალებებს კრემლიდან. მთავარი პრორუსი გიზით ივანიშვილი და რა მნიშვნელობა აქვს, მის განშტოებებს რა ერქმევა," - ეს განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საქართველოში არსებულ პრორუსულ ძალებზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკაა პრორუსული და ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებები მხოლოდ "ინერციული გაგრძელება" იყო.
"მთავარი ამოცანა რუსეთს ჰქონდა სამმაგი: პირველი, საქართველოში ჩემი მთავრობის შეცვლა, რომელიც იყო სიმბოლო წარმატებული რეფორმებისა და ეს რუსეთისთვის ყველაზე საშიში იყო; მეორე, მათი მიზანი იყო ენერგეტიკული ბერკეტების ხელში აღება და გაზპრომის დბრუნება და მესამე, საქართველო არარელევანტურ ქვეყნად ქცეულიყო, რომ დასავლეთმა ყველა შეხვედრაზე არ შეახსენოს, საქართველოდან გადითო," - ამბობს სააკაშვილი და დასძენს, "სამივე მიზანი მიღწეულია და რასაც რუსეთმა 2008 წლის ომით ვერ მიაღწია, ხელსიუფლების შეცვლით მოახერხა".
"2012 წელს ნაციონალური მოძრაონა კი არ დამარცხდა არჩევნებში, არამედ საქართველო დამარცხდა რუსეთთან ომში," - ამბობს სააკაშვილი.