მარიხუანის დეკრიმინალიზაცია - კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტში დღეს განიხილონ
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ მარიხუანის დეკრმინალიზაციის შესახებაც იმსჯელებენ. ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის მიერ მომზადებული კანონის პროექტი ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში ითვალისწინებს.
დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის, კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
კანონის პროექტით, ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით , ხოლო განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით დაჯარიმებასაც ითვალისწინებს.