"ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება,"-მანანა კობახიძე მისი ძმის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი ძმის, თედო კობახიძის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. კობახიძის მტკიცებით ბადრი ჯავახიშვილის მხრიდან არსებული ცილისწამება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
“ეს მიზანმიმართული კამპანიაა, არ არის გასაკვირი რომ დაიწყო არჩვენები და ბუნებრივია ეს ორკესტრირებული ქმედება არის გარკვეული ადამიანების, ვისაც მიზნად აქვს რომ შელახონ კონკრეტული პოლიტიკოსების რეპუტაცია, რაც ნამდვილად არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დასჯადია გამოძალვა, მისი მხრიდან გამოძალვას ჰქონდა ადგილი, რასაც მე ვერ დავმალავდი და მივმართე შესაბამის ორგანოებს. პოლიცია იძიებს ამ საქმეს, ყველა მტკიცებულება წარდგენილია. ეს არის ძალიან ბინძური ცილისწამება, ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, ორკესტრირებულად სწორედ თქვენს ტელეკომპანიასთან ერთად მოქმედებენ ეს ცილისმწამებლები. ყველა კითხვას პასუხს გასცემენ სამართალდამცავები,”-აცხადებს მანანა კობახიძე.