ანკარა მსოფლიო ყურადღების ქვეშ - აღადგენს თუ არა თურქეთი სიკვდილით დასჯას
თურქეთის დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისთვის ემზადებიან. ოფიციალურ ანკარაში ფიქრობენ, რომ მომხდარი ამბოხის შემდეგ უნდა აღდგეს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმკაცრესი ზომა.
პოლიტიკოსებთან ერთად სიკვდილით დასჯის მომხრეა მოქალაქეთა დიდი ნაწილი, თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
დღეს ამ თემაზე ქვეყნის პრემიერმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ამბოხში მონაწილე პირები.
ანკარაში პარლამენტის შენობა ამბოხებულებმა დაცხრილეს და ააფეთქეს, დღეს კი INDEPENDENT-ის ინფორმაციით. შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები ბომბს ეძებდნენ.
ოფიციალურ ანკარას დღეს ევროკავშირი ღიად დაუპირისპირდა.
ევროკომისრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანა, რომელიც სიკვდილით სჯის ადამიანებს, მათი წევრი ვერასდროს ვერ გახდება.
ოფიციალურ ანკარას ამერიკის შეერთებული შტატებიც მიმართავს.
აშშ თურქეთს მოუწოდებს, კონსტიტუციური წესრიგი დროულად აღადგინოს და დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთი, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ბოლო ინფორმაციით, გაიზარდა ამბოხში მონაწილე დაკავებული სამხედროების რაოდენობაც. მათი რიცხვი 6000-ს აჭარბებს.
ავტორი ნინო სამყურაშვილი