გიგი კალანდაძის სკანდალური განცხადება - ტრისტან წითელაშვილი რუსთავი 2-ს უჩივის
ტრისტან წითელაშვილი რუსთავი 2-ს უჩივის. სამშობლოს ღალატისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულ პოლკოვნიკს ისევ საიდუმლო მასალების რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ. დასახელებულია ის გვარებიც, რომლებიც წითელაშვილს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე შესვლაში ეხმარებოდნენ.
გენერალი წითელაშვილი არ უარყოფს, რომ ის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე მონიტორინგისთვის იმყოფებოდა. წითელაშვილს დღეს ისიც არ დაუმალავს, რომ ამას მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელის იოსებ ხორბალაძისა და ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის გოდერძი ორმოცაძის დახმარებით ახორცილებდა, თუმცა სამხედრო საიდუმლო ობიექტების კოორდინატების შესახებ ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურებს არ მიუწოდებია.
ტრისტან წითელაშვილის აღიარების შემდეგ, განცხადება დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა. გიგი კალანდაძე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ თუ საქმეზე გამოძიება დაიწყება მზად არის პროკურატურას ჩვენება მისცეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.