თავდაცვის სამინისტრო უკვე მეორედ უშიშროების სამინისტროს კადრს ჩააბარეს
თავდაცვის მინისტრის პოტს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილე ჩაიბარებს. თინა ხიდაშელს ლევან იზორია ცვლის, პაატა ზაქარეიშვილს კი მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ რესპუბლიკელი მინისტრების მიერ გათავისუფლებული სავარძლები კვირიკაშვილმა დააკომპლექტა.
პირველი კითხვა თავდაცვის მინისტრის რანგში ლევან იზორიამ უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად, უცნობი დარჩა დაინტერესდება თუ არა უწყების ახალი ხელმძღვანელი იმ სკანდალური ფაქტებით, რომელიც უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანას უკავშირდება.
ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას პრემიერის მთავარ შეცდომად აფასებს და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე საუბრობს.
ავტორი: ანა წერეთელი.