"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიხელ სააკაშვილის 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაჯარიმებას მოითხოვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამ მოთხოვნით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის და მასში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ამ დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქცია გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.