8 წელი რუსეთის აგრესიიდან - ენმ-ს წევრები ქუთაისში ომში დაღუპულ მემორიალთან იმყოფებოდნენ
აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.
მათ მემორიალთან ყვავილების მიიტანეს და სანთლები დაანთეს, რის შემდეგაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ომის დროს ერთ-ერთი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, დიმიტრი ჯაილოვის სახლში მივიდნენ, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე გაესაუბრნენ.